Accessibility links

წვიმაში მორწყული ხეები და ჩაცემენტებული ბავშვობა


ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

ნათელა თათარაშვილი ერთ–ერთია ფარნავაზის ქუჩის მცხოვრებთაგან, რომელსაც სარეცხის მრავალჯერ გარეცხვა უწევს. როცა საქმე სარეცხს ეხება, მთლიანად ბედს უნდა მიენდო, ამბობს ის. თუ გაგიმართლა და რამდენიმე საათის განმავლობაში ქარხნისსაკვამურიდან ამოფრქვეული მტვერი შენს სარეცხს თავს არ დააცხრა,ესეიგი კარგ იღბალზე გაიღვიძე, თუ არადა ტანაცმელი იმდენჯერ უნდა შეაბრუნო სარეცხის დოლურაში, სანამ მას ფერი არ გაუცვდება , შენ კინერვები.

ტანსაცმელი მაინც ადვილად მოსავლელია, ოდესმე გააცლი მტვრის ნაწილაკებს, რომელიც თურმე დღისით თეთრია, ღამით კი ლურჯი შეფერილობის ( ამბობენ რომ ქარხანა ღამით ნახშირით ამუშავეს ნედლეულს ) , რასაც ვერ ვიტყვით ადამიანის ორგანიზმზე. თუ მტვერმა და გამონაბოლქვმა ერთხელ მაინც შეაწღია ორგანიზმში, მერე ფესვებს მყარად იდგამს და ყოველ მორიგ გამღიზიანებელზე ( თქვენ ჯვარი გწერიათ, ცემენტმზიდი გრუხუნა მანქანები ყოველ 5 წუთში დასეირნობენ) უფრო და უფრო გაახლოებს ბრონქიალურ ასთმას.

თუ კასპში ხარ და ფარნავაზის ქუჩას ეძებ, მერწმუნე რომ მის მოსაძებნად მინიმალური დრო დაგჭირდება. მარტივად, მტვრის გძელ გრაგნილებს უნდა მიჰყვე ან სატვირთო მანქანების გრუხუნს უნდა მიუგდო ყური.

მოკლე და ყოველ ამა ქვეყნისათაგან მიტოვებულ ქუჩას ტროტუარი მხოლოდ ერთ მხარეს აქვს. მეორე მხარე მთლიანადაა ოკუპირებული უზარმაზარი სატვირთო მანქანებით. აქვეადაბალსართულიანი კორპუსები და ჩაცემენტებული პირქუში ხეები , ფოთლის ნაცვლად რომ ,, ჰაიდელბერგის ‘’ ცემენტი სცვივათ, აი ისეთები ზუსტად.

ქარხნის წინ საბავშვო მოედანია მოწყობილი , თუმცა უფუნქციოდ. ეს მოედანი სათამაშოდარც ერთ ბავშვს არ ეპატიჟება უჩვეულოდ თეთრი ბალახის საფარის გამო. ეს პატარა ონავრებიც მხოლოდ ჩვენთან შესახვედრად გამოვიდნენ, ისიც მცირე ხნით. ორივეს შეძენილი ბრონქიალური ასთმა აქვს და საუბრის განმავლობაში მრავლადგამოვლილი გაურეცხავ, ძარადაუფარავი მანქანების მტვერსა და ხმაურს ვერ გაუძლეს. ხმაურის გამო ორივეს ძილი აქვს დარღვეული.

მანქანებეის სიმძიმეს წყლის მილები დაუხეთქავს, თუმცა ეგ ერთი და სხვა მრავალი. ქუჩა მხოლოდ მაშინ ირწყვება, როცა რომელიმე ჩინოსანი ჩამოდის, თუნდაც წვიმიან ამინდში, გვითხრეს ადგილობრივებმა, ესეც იუმორი ადგილობრივი ხელისუფლებისგან !

ფარნავაზ ქუჩაზე გატარებული ორი საათისა და საეჭვოდ გათეთრებული ქერა თმის ასჯერ ჩამოფერთხვის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეელს, გოჩა გოჩიტაშვილს ვესტუმრე. იმდენად ყველა საკითხში დამეთანხმა, საერთოდ ვერ მივხვდი ჩემი იქ სტუმრობის მიზეზს. ასე მაგალითად,ფარნავაზის ქუჩაზე არსებულ გარემოსდაცვით პრობლემეებზე რომ ვკითხე , ეს პრობლემა მთელ კასპს აწუხებს დ ამხოლოდ ფარნავაზ ქუჩით ნუ შემოიფარგლებითო.,, ჰაიდელბერგ ცემენტის’’ წარმომადგენლობასთან თუ გაქვთ კონტაქტი –მეთქი და პასუხად მივიღე ქართველ დირექტორებთან გვქვს გარკვეული კონტაქტი, აბა გერმანელებთან როგორ მივიდეთო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დღემდე გაუგერად დარჩა რამდენად ,, გარკვეულია’’ მათ შორის კონტაქტი, რადგან პრობლემა პრობლემად რჩება წლების განმავლობაში. ბატონმა გოჩამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან გაგზავნილი წერილი გვაჩვენა, რომელიც 2016 წლის 12 სექტემბრით არის დათარიღებული და იმ გარემოსდაცვით პრობლემებზეა საუბარი, რასაც აღნიშნული კომპანია უქმნის კასპის მუნიციპალიტეტის მოსახელეობას. მინდა დაგამშვიდოთ, ადეკვატური პასუხი მიუღიათ. : ,, ახალი 100 მილიონიანი ინვესტიცია იგეგმება ცემეტის ქარხანაში და ყველა პრობლემა ერთდროულად მოგვარდებაო..

შემოვლითი გზებიც გაკეთდება ალბათ, ჩაცემენტებულ ხეებსაც გააცლიან ცემენტს და ალაგ–ალაგ ფოთლებს მიაფსკვნიან, წვიმაშიც მორწყაბენ ხეებს, ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ყველა ადამიანს უმკურნალებებს, მაგრამ ჩაცემენტებული ბავშვობის დაბრუნებას თუ გასწვდება ნეტავ ის ასი მილიონი? არადა 100 მილიონი როგორი საცდურია??? თან ახალი 100 მილიონი ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG