Accessibility links

logo-print

ავტორი : თათია ჭაფოძე

ვიღაცები რაღაცებს ჩალიჩობენ გამუდმებით.

ახლავე, უფრო გარკვევითაც შემიძლია.

არიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ, რომ სადღაც, მილიონობით მილის იქეთ ბავშვები, ქალები თუ კაცები, ახალგაზრდები თუ მოხუცები მშიერ–მწყურვალნი იხოცებიან. არიან ადამიანები, რომელთათვისაც გენდერული პრობლემები მნიშვნელოვანია. აქციებს მართავენ თანასწორობისთვის ბრძოლის მოწოდებით. ევა მენდესის სიტყვა გაეროში ქალთა უფლებების დასაცავად თუ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთი შვილი ქველმოქმედების მიზნით აყვანილი, აღაფრთოვანებთ. გამოდიან ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, გამოდიან მთავრობის წინააღმდეგ და ათასი მსგავსი რამ. არა, არ გეგონოთ, ეს ყველაფერი არ მომწონდეს. ზამთარში კორპუსის ეზოში აბუზულ კატაზეც მიტირია. უბრალოდ, ეს ყველაფერი ჩალიჩია. ცხოვრებასთან ჩალიჩი, რომ რამე გამოწურო. საკუთარ მე–სთან, რომ საზოგადოებაში ადაპტირებულად იგრძნო თავი. დროსთან ჩალიჩი, რაც შეიძლება მალე რომ გავიდეს. მერე ვამბობთ, რომ დრო მალე გადის და ვწუწუნებთ, ან პირიქით, კმაყოფილებას ვგრძნობთ. თითქოსდა, ყოველი გასული დღე რაღაც აუტანელი ტკივილის მოცილებას უდრიდეს.

ასეა, არიან შორს მხედველი ადამიანები. თუმცა, შორსხედვა მთლად შორსჭვრეტასაც არ უნდა ნიშნავდეს. ჩვენი თვალთახედვის არეალი, ინტერესების სფერო ისე ვრცელია, ჩვენი ამბიციები ისე დიდია... გულის სიღრმეში მაინც ყველას გვინდა, თუნდაც მცირე რამ შევცვალოთ, ჩვენი კვალი რომელიმე სფეროში დავტოვოთ. ესეც ჩალიჩია, თუ მე ამ სიტყვის მნიშვნელობა ოდნავ მაინც მესმის. ნიცშეს კი უთქვამს: "უნდა ისწავლოთ თავის სიყვარული – ამას გასწავთ – საღი და მხნე სიყვარულითა: რათა თავთან დარჩეთ და არ დაწოწიალობდეთ." მგონი, რაღაც უნდა დაეჯერებოდეს. მე რომ სადღაც ვიღაცის გასაჭირზე ვწუხვარ, რომელსაც ოდნავადაც ვერ დავეხმარები, ვინმესთვის სასარგებლოა და ღამის თერთმეტ საათზე სახლში რომ მივდივარ, კვირიდან კვირამდე ოჯახის წევრებს ნორმალურად არც ვესალმები, გაღიმება ხომ ზედმეტია, თუ დაძინებამდე დარჩენილი ათი წუთი პრეტენზიების გამოთქმას არ მოვანდემე, ეს ნორმალური? ზოგჯერ მინდა დავინახო ის, რაც ჩემ ცხვირწინაა. სხვისი სახლის დალაგებას, –ჩემი დავალაგო, სხვისი ბავშვის მოვლას, – ჩემსას მოვუარო, სხვისი საქმის კეთბას, – ჩემი ვაკეთო, სხვების ავ–კარგიანობის გარჩევას, – ერთხელ მაინც ჩავიხედო ჩემს თავში, გარეთ ღიმილსა და თავაზიანობას, – შინ ვიყო კარგი.. მეტად მიყვარდეს, მეტად მიხაროდეს..

P.s. ჩალიჩი – თურქულიდან çalişmak -შრომა, ცდა

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG