Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ განაპირობა ლიბერალურ-დემოკრატიული ბლოკის კრახი საპარლამენტო არჩევნებში?


ავტორი: ტატო ირემაძე

წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში როგორც ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ ბევრი, სხვადასხვა სახის კონფლიქტი, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებები და ხელჩართული ორთაბრძოლები, რომელიც ქართულ პოლიტიკას უკვე დიდი ხანია აქტიურ მემკვიდრეობად ერგო.

მსგავსი ფაქტები, არც არჩევნების დღის მიმდინარეობას აკლდა. სწორედ არჩევნებზე და მის შედეგებზე მინდა ვისაუბრო, რა ფაქტორები გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ პრო-დასავლურად განწყობილმა პარტიებმა 5%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს პარლამენტში მანდატების მოსაპოვებლად. საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში თემა „არჩევნები“ ორ გამოკვეთილ პარტიასთან ასოცირდებოდა (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) რაც იმათითვე ცუდი ფაქტია, რადგან ერთი მხრივ საზოგადოება თავადვე არ გამოთქვამს ინტერესს პლურალისტური შეხედულებების მიმართ და ირიბად არ აღიარებს მათ, ხოლო სხვა კუთხით, არ არის მასიური მზაობა მოხდეს პარტიების კლასიფიკაცია არა ინდივიდების და ხშირ შემთხვევაში გაურკვეველი სიმპათიების გამო, არამედ იდეოლოგიის, საარჩევნო პროგრამების და სხვა გადამწყვეტი ფაქტორების მიხედვით. მსგავსი ვითარება სახელმწიფოში არჩევნების წინ, მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე რა თქმა უნდა არსებული ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს (დამატებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ხელისუფლების მხოლოდ პირველი ვადის ამოწურვაა და პოლიტიკურ სპექტრში რეალური, ლეგიტიმური ალტერნატივა საკმაოდ ბუნდოვანია). შესაბამისად კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობა და პრევენცია სამთავრობო სტრუქტურების პრიორიტეტებში ნამდვილად არ ჯდება. თუმცა რას აკეთებენ ამ დროს შედარებით „ჩრდილში მყოფი პარტიები?“ ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა მათგანის მთავარი პროგრამა მაქსიმუმი ზღვარის გადალახვა გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევები აჩვენებდა, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა შედარებით დიდ თამასაზე ჰქონოდა პრეტენზია.ჩვენი, საზოგადოების მთავარი მისია უნდა ყოფილიყო იმგვარი დაბალანსებული არჩევანის გაკეთება, რომელიც თავის მხრივ შექმნიდა როგორც პრო-დასავლურ, დემოკრატიულად მოაზროვნე საქართველოს პარლამენტს ასევე მრავალპარტიულს. ამ იდეის განხორციელებაში კი, ვფიქრობ მთავარი აქტორი 2 პოლიტიკური სუბიექტი უნდა ყოფილიყო: „რესპუბლიკური“ პარტია და „თავისუფალი დემოკრატები“ რომლებიც მთავარ მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ და ვიტყოდი იმასაც, რომ სხვა პარტიებზე ბევრად უფრო მყარი საფუძველი და ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისინი ჯდებიან საკუთარი პარტიის იდეოლოგიურ ჩარჩოებში, რასაც აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი პარტია ვერ ახერხებს დღეს საქართველოში (პირობითად, ისინი ამბობენ რომ არიან მემარჯვენე პოლიტიკური ძალა და აქცენტს სოციალურ პროგრამებზე, სოფლის მეურნეობაზე და სხვა არა დამახასიათებელ ფაქტორებზე აკეთებენ). უნდა ვივარაუდოთ ის გარემოება, რომ დიდი ალბათობით მოცემული ორი პარტიის „არასტაბილურ მხარდამჭერთა“ ხმების გარკვეული რაოდენობა,პარტიებს შორის შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის გამო, (რომელიც ხშირი იყო ბოლო 4 წლიანი კოალიციური მმართველობის პერიოდში) მმართველი პარტიის ყულაბაში შევიდა. კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემა გახლდათ, პარტიების მხრიდან წინასაარჩევნოდ საკმაოდ მინიმალური სოციალური ჯგუფების ათვისება, რაც გულისხმობს მთავარი და ძირითადი აქცენტების გაკეთებას მრავალი პარტიის მხრიდან საპენსიო პოლიტიკაზე, ხელფასებზე და ა.შ. შესაბამისად მათ ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ამომრჩეველი მხოლოდ პენსიონერი არ არის (რომელიც სტატისტიკურად უფრო მოდის არჩევნებზე რეკლამის გარეშე, ვიდრე ახალგაზრდები) ეს პრობლემა ძირითადად ეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ და არა ამ შემთხვევაში „რესპუბლიკურ“ პარტიას, რადგან წინასაარჩევნოდ ეს პარტია იყო ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ვინც დაპირებებში მოსახლეობას „საქართველოს გაბრწყინებას“ არ ჰპირდებოდა. რესპუბლიკური პარტიის წარუმატებლობაზე საკმაოდ ბევრმა ფაქტორმა იქონია ზეგავლენა, მთავარი დარტყმა არჩევნების წინ მმართველი პარტიის მხრიდან მათი ერთგვარი დისკრედიტაცია იყო, ასევე მათი ლიდერის დავით უსუფაშვილის, რომელსაც როგორც ქართული ოცნების მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები საჯაროდ უპირისპირდებოდნენ. მმართველ პარტიაში საკმაოდ სწორი გათვლა იყო, იმ კუთხით რომ ისინი კოალიციის დაშლის შემდეგ მთავარ საფრთხედ აღიქვამდნენ არა „თავისუფალ დემოკრატებს“, არამედ „რესპუბლიკურ პარტიას“ და ამას მისი ლოგიკური მიზეზები ჰქონდა, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგაც ნათლად დადასტურდა (თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რესპუბლიკური პარტია დანაკარგის გარეშე და რეაბილიტაციის პროცესით აგრძელებს მოღვაწეობას პოლიტიკურ ასპარეზზე, ხოლო თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე და დამატებით ირაკლი ალასანია ქართულ პოლიტიკას ტოვებენ, შესაბამისად დიდია შანსი დღის წესრიგში დადგეს პარტიის არსებობის საკითხი)

ბევრისთვის წარმოუდგენლად ზღვარი გადალახა და პარლამენტის 6 მანდატი მოიპოვა „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ რომელიც აპრიორი პრო-რუსულ ძალად შეგვიძლია მივიჩნიოთ. შესაბამისად პარლამენტი დაკომპლექტდა 3 პარტიით, რომელთაგან ერთის იდეოლოგია (ქართული ოცნება) ბერი დამეთანხმება, რომ გამოკვეთილი ნამდვილად არ არის და ბუნდოვანია ბევრი რამ, ხოლო „პატრიოტთა ალიანსზე“ უკვე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ იგი ვერანაირად ვერ მიიჩნევა ლიბერალური აზრის გამხმოვანებლად პარლამენტში, რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, მისი იდეოლოგია მოცემულ სამ პარტიაში ყველაზე მეტად გამოკვეთილია და იგი ისევ რჩება მთავრობის „მაკონტროლებელ“ ძალად სახელმწიფოში, თუმცა წინ მეორე ტურებია და დიდია შანსი მმართველმა პარტიამ უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი ე.წ „საკონსტიტუციო უმრავლესობით“ გახსნას.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ლიბერალურ-დემოკრატიული ბლოკისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და დღის წესრიგში დადგა მთავარი კითხვა, არის თუ არა შანსი ქვეყანაში დაიწყოს პრო-რუსული ძალების მომძლავრება?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG