Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბრალოდ ყოფიერების შესახებ


ავტორი: თეა კახაძე

ეძღვნება თითოეულ იმ ადამიანს,ვისაც სურს, რომ იყოს საკუთარი თავის საყრდენი, ვისაც შეუძლია იყოს გარემოსადმი რეზისტენტული, ვისთვისაც ცოდნა წყვდიადიც არის და სინათლეც, ვისაც სიხარული და ტირილი შეუძლია

სამოსს უთხრეს: „დაფარე სხეული!“

სამოსმა მხოლოდ ის იცის, როგორ დაფაროს სხეული,

სხეულმა შეხედა სამოსს და „შეიცნო“ (დაკარგა) საკუთარი თავი.

სხეულმა იმდენი იცის საკუთარი თავის შესახებ, რამდენიც სამოსმა მის შესახებ.

ჩვენი ყოველდღიურობა შედგება გარკვეული რაოდენობის ნაცნობი საგნებისა და ყოფითი ცოდნისაგან. რაც უფრო დიდი ადგილი უკავია მსგავს პრაქტიკებსა, თუ ცოდნას ადამიანის ცხოვრებაში, მით უფრო მოწესრიგებულ სახეს იძენს ადამიანის ყოფიერება. ყველაფერი ის, რაც უცნობი, უცხო და ბუნდოვანია უმჯობესია, ამოვიკითხოთ წიგნებში, კინოში, თამაშებსა, თუ სხვის ცხოვრებაში და ვიქონიოთ აღნიშნულისადმი ან წინააღმდეგობრივი, ან ინდეფერენტული, ან რომანტიკული დამოკიდებულება.

ალბათ, ჩვენი ყოფითი პრაქტიკები და ლატენტური ცოდნა არსებითად განსაზღვრავს ჩვენი აზროვნების თავისებურებებს, ერთმანეთისა, თუ განყენებული საკითხებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, რომელნიც თავის მხრივ გვემსახურებიან, რომ მოვიპოვოთ უპირატესობა, თანასწორობა, „ავტონომიურობა“ და დავკავდეთ სხვა მრავალი საზრუნავით, რომელიც ლეგიტიმურს გახდის ჩვენს არსებობას. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ის, რაც „ყოველდღიურობის“ მიღმაა დაგვისხლტება „წესრიგისა“ და „ცოდნის“ უსაფრთხო სავანის ნაპრალებიდან დათავს უსასრულო მწუხარებაში, ისტერიაში, ქაოსსა, თუ გარინდებაში ამოვყოფთ ხოლმე. და მაშინ დრო და სივრცე და ყველაფერი ის, რაც განფენილია მასში ჩვენი აზრებისა და იდეების ჩათვლით იმდენად იკუმშება, როგორც სინათლის სიჩქარით აჩქარებული სხეულის მასა უტოლდება კოსმოსში გაფრქვეულ პირველად ენერგიას. ესაა, რაღაც განსხვავებულთან, უცნობთან კავშირის ერთადერთი შანსი „ცივილიზებული ადამიანისთვის“, რომელსაც „ჭირის დღესავით“ უფრთხის.

მას შემდეგ, რაც ტრადიციული იერარქიული სოციალურ-ეკონომიკური სისტემა ჩანაცვლდა კერძო ინიციატივასა და ინტერესზე დამყარებული, ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურებით, ადამიანი საკუთარი სოციალური სტატუსისა და როლის განსაზღვრის აუცილებლობის წინაშე დადგა ისევე, როგორც „მშვიდობიანმა ატომმა“ გადააქცია მისი სურვილისგან დამოუკიდებლად ჩერნობილელი გლეხის „წრიული სამყარო“ უხილავ სარკოფაგად.ლიბერალურ და დემოკრატიულ სისტემებს უნდა შეექმნა შესაბამისი პირობები, სადაც ადამიანის „ბუნებითი თანასწორობის“ პრინციპი მოახდენდა თვითრეალიზებას. საბოლოო ჯამში, კი მივიღეთ „უპირატესობისთვის ბრძოლის“ შიდასახეობრივი შეჯიბრი, სადაც მაგალითად, მემარჯვენე დისკურსი იგნორირებას უკეთებს განსხვავებულ სოციალურ პირობებს და საკუთარ წარმატებას მხოლოდ „ზებუნებრივი ნიჭის“ ჯილდოდ გვიცხადებს ან მემარცხენე დისკურსი, სადაც სოციალური აქტივობა ხშირ შემთხვევაში თვითკმაყოფილთა დემაგოგიის სახეს ღებულობს, რადგან ყოფირებიდან კი არ იბადება იდეები, არამედ ხდება ყოფიერების რედუცირება თავად ამ „დასწავლილ იდეებამდე“, ხოლო უმთავრესი აღნიშნული „მარაგის რაოდენობა“ გახლავთ. „უპირატესობისთვის ბრძოლა“ უცხო არ არის არც რელიგიური ფუნდამენტალიზმისთვისაც, სადაც რელიგია იმ პირობით, რომ „ნამდვილ რელიგიურ ფუნდამენტებს“ აღადგენს სხვადასხვა სოციალური კონტექსტით შეზავებულ ყოველგვარი „უცხოს“ ხორცის საკეპ მანქანად გადაქცეულა, თავისი „იდეალური მიზნების“ საპირისპიროდ. საინტერესო ფენომენია ასევე, დევიაციისადმი „რომანტიკული“ , ექსცენტრიკული დამოკიდებულება, მაგრამ ესეც მანამდე, სანამ სამყარო ჯერ კიდევ „ჩვენს გარშემო განაგრძობს ბრუნვას“ და არგვაყენებს „ბუნებით მდგომარეობაში“.ქალის სურვილი სოციალური სტრუქტურის (სოციალური სტრუქტურის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, გადმოცემულია სტრუქტურა-აგენტის დიქოტომიურ ჭრილში) საზომით იქცეს „ყველაზე საუკეთესო“ მამაკაცის მონაპოვრად და კაცის მისწრაფება დაისაკუთროს მათგან ყველაზე „სასურველი ქალი“ იმისათვის, რომ ჰქონდეს მაღალი თვითშეფასება და მისი არსებობა გახდეს „ლეგიტიმური“ . ყურადღება გაამახვილეთ იმ ასპექტზე, რომ ნებისმიერ სოციალურ სტრუქტურას, თუ სოციალურ ინსტიტუტს ადამიანი იყენებს იმისათვის, რომ დაძლიოს სოციალური წნეხით განპირობებული სოციალური კომპლექსები და შიდასახეობრივ ბრძოლაში თავისივე მსგავსთან ერთი ნაბიჯით წინ დადგეს, მისი ძირითადი საზრუნავი, კი ისღა რჩება, რომ ამ ორ ნაბიჯს შორის მანძილი უფსკრულად წარმოადგინოს და მისი „საკრალიზება“ მოახდინოს.

როგორც რიგი სოციოლოგები აღნიშნავენ, თუკი მოდერნულობამ რაციოსა და „წესრიგის“ ბატონობა მოიტანაყოველგვარი ამბივალენტურის ნიველირების ხარჯზე, პოსტ- თანამედროვეობამ თვითფორმირებადი სოციალური სტატუსით უპირატესობის მოპოვების განახლებული მექანიზმი შემოგვთავაზა, ამჯერად შესაძლებლობათა არნახული მრავალფეროვნებით. თუკი მე-20 საუკუნის დასაწყისში ტრანსპორტისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების განვითარებას პროგრესის რწმენით უყურებდნენ, რომელიც სხვადასხვა ერებს, განსხვავებულ კულტურებსა და იდეებს ერთმანეთს ერთეული ადამიანების მეშვეობით დააახლოებდა უფრო მეტი თანასწორობის პირობების შესაქმნელადდა ცრურწმენებისათვის ნაკლები ადგილის დასატოვებლად, პოსტ-თანამედროვე ეპოქამ პირიქით, უფრო და უფრო მეტი გამიჯვნის, „საზღვრების“ დაწესებისა და გამყარებისკენ აიღო გეზი. ინფორმაციის რეფლექსურობამ, სოციალური ქსელების როლმა, ნებისმიერი პასუხისმგებლობის სოციალური ინსტიტუტებისადმი დელეგირებამ, „სუპერ-ძალებისა და შესაძლებლობების“ მოთხოვნილებამ რეალიზებულმა ფილმებსა, თუ თამაშებში გამოავლინა შემდეგი ტენდენციები - ინფორმაციის რეფლექსურობამ მოიტანა მრავალფეროვანი, მაგრამ ზედაპირული ცოდნა, რომელიც ხშირად მყისიერი და გაუაზრებელი რეფლექსიის სახით, მტრული და ობსკურანტული მიზნით გამოიყენება, სოციალურმა ქსელებმა კიდევ უფრო მეტად მიაჯაჭვეს ადამიანი „სოციალურ სტრუქტურას“, როგორც მისი ლეგიტიმაციის წყაროს იმდენად, რომ თითქმის მთლიანად ჩაიხშო ინდივიდის „საკუთარი ხმა“ და თვითრეფლექსიის უნარი, რომელიც ესოდენ გამოადგებოდა ადამიანს დღევანდელ „უღერძო“ , ცვალებად სამყაროში. სოციალურმა ინსტიტუტებმა გვასწავლეს, როგორ დავკავდეთ დემაგოგიით, ალაფურშეტებით ან მოყვასის კეთილდღეობისათვის ლოცვით მაშინ , როდესაც მას „ეხლა“ და „აქ“ სჭირდება დახმარება. თანამედროვე პოპ კინო -ინდუსტრიამ, კი ადამიანის შესაძლებლობების განვითარება სექსუალურ მზერასა და „მოსილიკონებულ“ მუსკულატურაში გაჭედილ მსოფლიოს მხსნელებს მიანდო.

ზოგი ყველაფერს ვიშნუს დააბრალებს - სიკეთისა და ბოროტების ბალანსის დარღვევისათვის, ზოგისთვის ანტიქრისტეს პერიოდი დგას, ზოგი იტყვის კაცობრიობის ისტორია აუცილებელი კრიზისებისაგან შედგება და აღნიშნული კანონზომიერია, ზოგი იტყვის ამ პატარა კაცობრიობის ვაი-ვაგლახი ერთი რიგითი ფაღარათია მასზე მილიონობით უფრო დიდი ცოცხალი სამყაროსათვის და ა.შ. მეც მაქვს აღნიშნულზე ჩემი აზრი, რომელსაც ცოტა მხატვრულად გადმოგცემთ, კერძოდ - ადამიანის მთელი ცხოვრება სოციალური წნეხისა და კომპლექსებისაგან განპირობებული მაკომპენსირებელინაწილაკების ისტერიული გროვაა, რომელივ თითქმის ვერასდროს აღწევს სისავსეს და მთლიანობას ისევე, როგორც უჯრედში არსებული დამოუკიდებელი ცოცხალი ერთეულები ერთიანდებიან ერთ მთლიან ორგანიზმად. ადამიანს, კი შეუძლია როგორც მაკომპენსირებელი ნაწილაკების გროვამდე შემცირდეს, ისე პირველად ენერგიამდე შეიკუმშოს და უსასრულოდ გაიშალოს. დანარჩენი თქვენ იფიქრეთ მეგობრებო.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG