Accessibility links

ტერორისტები სკოლაში


ავტორი: თინათინ მეტრეველი

"აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია." რამდენიმე საუკუნეა გვესმის, ვიმეორებთ მღერით რიხით, თავმომწონედ, ვამბობთ წარბშეჭმუხნილნი ნიშნისმოგებით. ეს კარგია, რადგან ნიშნავს, არაფერს ვივიწყებთ - გვახსოვს ყველაფერი. მთავარი კი ისაა, რომ ბევრი რამის ნიშანი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ არა რაღაცის გამეორებით, ან თქმით, არამედ სისხლხორცეულად, ქცევით, საქმით, ქმედებით. აწმყო კი სულ მიუღებელია წარსულთან შედარებით. არ გვწყალობს აწმყო ჩვენ და არც ჩვენ ვწყალობთ მას. მომავალი რომ უნდა იყოს ჩვენი, ჩვენიანი, ჩვენი მწყალობელი, ამისთვის, გარდა მოთმენა-ლოდინისა, რას ვაკეთებთ? .. ვერადავერ დადგა საჩვენოდ სასიკეთო მომავალი. არც დადგება არასდროს, თუ რაღაცები არ გამოვასწორეთ. უპირველესყოვლისა სკოლები, განსაკუთრებით რაიონებში, საჯარო სკოლები, სადაც კონტროლი და ხარისხის მართვის მექანიზმი აცილებულია მიზანს. თუ იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც ვერ იაზრებენ საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს, მისია-დანიშნულებას, ვერ და არ ზრუნავენ, აღზარდონ ზნეობრივი ადამიანები, შეგნებული კულტურული ფასეულობებითა და მტკიცე ცოდნით, მომავალი არ გვექნება. ნაცვლად კეთილსინდსიერი შრომისა, მათი უმეტესი ნაწილი, დღენიადაგ ცდილობს ე.წ. რეიტინგულ-პოპულარული გახდეს რაღაცა მანიპულაციებით, აუგი თქვას და "ჩაძიროს" კოლეგები, რომლებთან ერთად სვამს ყავას და საუბრობს, რაც ჭორაობით შემოიფარგლება, აქ უცხოა განხილვა, სჯა-ბაასი, ჯანსაღ აზრთა გაცვლა-გამოცვლა. კლასში მოსწავლეთა წინაშე დგომა ასეთი მასწავლებლისთვის ერთგვარი მოსახდელი ჭირია, მიფუჩეჩების დიდოსტატობა, სათქმელ-საკეთებლის მიჩუმათება და დიდებული ღიჭინი დროის გაყვანამდე. მოსწავლეები გაკვეთილებს გაურკვეველი განწყობით ესწრებიან, მერე რა რომ არ მოსწონთ, სხვა გზა არ აქვთ, მათ ცოდნაზე საუბარი ხომ ზედმეტია, რა უნდა მოსთხოვო?! სავალალოა ყოველგვარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძიება. ერთადერთი რამ არის აშკარა, რომ ეთიკის ნორმებს აცილებული მასწავლებელი იგივე ტერორისტია, რომელიც საშიშ მომავალს უმზადებს ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ ყველას - ქვეყანას. ჩვენი მომავალი სკოლაშია. სკოლა უნდა იყოს ყველანაირი გაგებით უსაფრთხო. მოსწავლეები საცდელი ობიექტები ხომ არ არინ, ისინი არიან ბავშვები, ბავშთა უფლებებს კი , მოგეხსენებათ, მსოფლიო საზოგადოება თავგამოდებით იცავს. რა სჭირს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებას? რა სჭირთ მასწავლებლებს, პედაგოგებს? მომავალი სკოლაშია -მომავალი ჩვენია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG