Accessibility links

logo-print

"ო, ღმერთო, ღმერთო სულ ძილი - ძილი, როზღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"


ავტორი: ტრისტან ნიშნიანიძე

ექიმობის ერთი დღე ამერიკულად!!!

ამერიკაში დილა, ძალიან ადრე , ძალიან ადრე იწყება, იმდენად ადრე, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი როდესმე გავითავისებდი, შევეჩვევოდი და ცხოვრების ნაწილად ვაქცევდი, თუმცა რა გაეწყობა ცხოვრებისა და სიცოცხლის არსიც ხომ მუდმივ დინამიურობაში და საკუთარი თავის გამოწრთობაშია, ხოდა მივისწრაფით რა სრულყოფილებისაკენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის და სიახლისთვის.

5:45 წუთზე, ჩვეულებრივ, მაღვიძარამ დილით ადრე მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ხმით მამცნო ახალი დილის დასაწყისი, თუმცა გვიანი გაზაფხულის მშვენიერ დღეს ჩიტების ლაზათიან ჭიკჭიკს ჩემი ღრმა ძილიდან გამოყვანა უკვე მოესწრო, ჩვეულებრივ ხშირად ხდება ასე, მაგრამ დღეს რატომღაც ეს ჭიკჭიკი ბევრად უფრო ლაღი და ენერგიული მეჩვენა იმდენად ლაზათიანი რომ თითქოს გაზაფხულის ამ მშვენიერ დღეს განსაკუთრებულად შეგებებოდნენ და ლამობდნენ შეეგრძნოთ ახალი დილის მადლი, დილისა რომელიც საწყისია ახალი ენერგიისა და მოძრაობის.

6:30 გამოვცხადდი სამსახურში, რეზიდენტებს და ფელოუებს მათთვის განკუთვნილი ადგილი დაეკავებინათ და მორიგეობის დროს შემოსული პაციენტების განხილვას შესდგომოდნენ. აქვე იყო ექიმი კრუზი, შარვალ კოსტუმში გამოწკეპილი და შავ ბაბთა ყელმოღერებული, არისტოკრატული გამომეტყველებით, ერთი ვინმე უჟმური ტიპი კია ეს კაცი გავიფიქრე ჩემთვის, ჩვეულებისამებრ თითქოს ჩასაფრებული პოზიცია ეკავა და აქა და იქ უხერხული და ჩამჭრელი შეკითხვებით შემოიფარგლებოდა, თავიდან მაღიზიანებდა მისი საქციელი ჩვენში ასეთს ინტრიგანს ვეძახით, მაგრამ დავინტერესდი რა მისი პიროვნებით, ვინ, თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ექიმმა და ერაყის ომის ვეტერანმა იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მცოდნე და პროფესიონალი ახალი თაობის გაზრდა, ხოდა ყველაფერი ნათელი გახდა ასეთი სპარტანული აღზრდისა და წვრთნის მიზეზისა, იმდენად ნათელი რომ ეს სტერეოტიპიც დაინგრა ჩემში ძველი საბჭოთა ხლებარეზული ვითომდა შემწყნარებლური და ამასთანავე მომაკვდინებელი აზროვნებისა და დამოკიდებულებისა ერის ჯანსაღი ნაწილის მიმართ.

7:00 საათისთვის აუდიტორია მთლიანად შეივსო დღეს პროფესორი გვესტუმრა Johns Hopkins University-დან საინტერესო ლექცია გამოვიდა შეკითხვებით, დისკუსიით, იმდენად საინტერესო რომ ასეთმა სიღრმისეულმა ცოდნამ გამაღიზიანა დამაფიქრა და კიდევ ბევრი რამე გახადა ცხადი.

8:06 გონებრივად დავიღალე ბევრი ინფორმაცია მივიღე არადა სულ ეს ესაა დღე დაიწყო. ყველაფერი გაწერილია არანაირი დაბნეულობა, ორომტრიალი შფოთი და კიდო ბევრი ყლ....ბა ყველაფერი ნათელია რა, სად, როგორ. ზოგმა საოპერაციოს მიაშურა, ზოგმა ამბულატორიას, ზოგმაც განყოფილებას და ზოგმა კიდევ რას.

8:45 ჩემთვის დღეს საოპერაციო დღეა შეფთან (Suken Shah) საკმაოდ რთული, ხერხემლის თანდაყოლილი სქოლიოზის ოპერაცია მაქვს. საოპერაციოში შესულს სამედიცინო პერსონალი ჩვეულებრივ ღიმილით შემომეგება ანესთეზიოლოგები პაციენტს დასტრიალებდნენ თავს, საოპერაციო მედდამ ჩვეული თავაზიანობით მკითხა: Are you assisting? მეც პასუხათ მივუგე yes. welcome good luck მისურვა და სააქმე გააგრძელა. ყველაფერი იდეალურად მწყობრში ჩანდა, იმდენად მწყობრში, რომ გულში გამიელვა ჩვენთან, ჩვენთან და ჯანდაბა რითი ვერ უნდა მიხვდე რომ არ გამოდის.......

9:15 განაკვეთი ხერხემლის სვეტის გასწვრივ ეს ისე თორემ თქვენ რაში გაინტერესებთ, დღეს მძიმე დღე მექნება 7–8 საათი ფეხზე დგომა მომიწევს ადვილი არაა მაგრამ მზად ვარ, მოტივირებული, ენერგიით აღსავსე, წინა დღით პაციენტის მშობლების თვალცრემლიანი საუბარი მიდგას თვალწინ და სურვილი გამარჯვებისა და სიკეთის კეთებისა. სიკეთისა რომელსაც ფასი არ აქვს და რომლის მადლი გაცისკროვნებული და დაბნეული მშობლების სახეა წარმატებული ოპერაციის შემდეგ ( ალბათ ყველა ქირურს შეუგრძვნია ეს მადლი)

17:07 ღვთის წყალობაა!!! ყველაფერმა კარგად ჩაიარა იმდენად კარგად რომ მოლოდინს გადააჭარბა, ბევრი ძალიან ბევრი ემოციაა ოპერაციის დროს ჩვეული თავდაჭერილობითა და სიდარბაისლით, რომელმაც მხოლოდ შენში, შენს გულში უნდა გაიაროს და ვერასდროს ვერავინ გახდება ამის თანაზიარი, ამას ვერავინ მიხვდება ქირურგის გარდა რომელიც სულითა და ხორცით გრძნობს ყველა მოძრაობას, მოქმედებას ისე როგორც სიკვდილ –სიცოცხლესთან მეომარი გმირი.

დავიღალე არა დავიღალეთ ემოციურად, ფიზიკურად თუმცა ეს გამარჯვებაა, სიკეთ ნარევი გამარჯვება, დაღლა რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეედრება ეს რაღაც ზებუნებრივია, ეს ისეთი კაიფია, რომელსაც ვერანაირი „გერაინი“ ერთი ჩვენებური რომ ეძახის და "კოკაინი" ვერ შეედრება ეს ჭეშმარიტნარევი და აღმატებული გრძნობაა და მხოლოდ ჩვენია ჩვენი ექიმების!

17:43 ჩემს სამუშავო მაგიდასთან დავბრუნდი კიდევ უფრო ღრმად შევიგრძენი დაღლისა და მარტოობის სიმძიმე. საქმე კიდევ ბევრია მაგრამ მე სადღაც სხვაგან ვარ, მაინც ჩემ სამშობლოზე, სახლზე ვფიქრობ. ბედნიერება განყენებული გრძნონა არაა, ეს მდგომარეობაა, რომლის ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტი საკუთარი მიწა–წყალი, ჰაერი, ენა, წინაპარია და კიდევ ბევრი სხვა რამეა. განა არ შეიძლება იქ იმ მადლიან ქართულ მიწაზე ნაკლები ძილი და მეტი შრომა, განა მეტი ღიმილი არ ხდის ცხოვრებას უფრო ადვილს და ღვთისნიერს მაგრამ........

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG