Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგრელების ჯიში ამოწყდა!


ავტორი: ვალერი ბუკია

თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე ვცხოვრობ, ვცხოვრობ რა მამის გარდაცვალების შემდეგ დას შევეკედლე სიძის სახლში, მეზობელი მყავს ცნობილი მხატვრის მოხუცი ქვრივი, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ ქმარი მოკლაო, არ ვიცი ვერ გეტყვით რამდენად შეესაბამება სიმართლეს. მაგრამ ეს ქალი აპოკალიფსურ მეძავს მაგონებს, მიზეზი კი.... მოკლედ, მეზობლებს უჩივის, ამერიკაში ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი და თვითონაც უკვე მოხუცი სხვის მოხუცებს უვლიდა თურმე, მისი ამერიკაში ცხოვრების ჟამს ერთ მეზობელს სახელოსნოს ზედა შენობა უყიდია გაურემონტებია და როცა ჩვენი ბედოვლათი ქვრივი დაუბრუნდა სამშობლოს, ეგრევე იჩივლა, უკანონო მშენებლობააო, სასამართლოები, პატრულის გამოძახებები, ძალიან გაიწელა საქმე, არც მეზობლის სასარგებლოდ მიუღიათ ჯერ გადაწყვეტილება არც ამ ქვრივის წისქვილზე დასხმულა ჯერ წყალი, თუ დაესხა, მტრისას, სახლს დაანგრევენ, მას მართალია არაფერი შერჩება ის ფართი მაინც მეზობლის იქნება მაგრამ თავის ავადმყოფურ ინტრიგნულ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებს, ასევე უჩივის სხვასაც ზოგს ღობის მონგრევით ემუქრება ზოგს აივნის. მეც დამემუქრა, ჩამოსული ხარ და მანქანა ამ ეზოში, ჩემი კარის წინ არ გააჩეროო, მე მივუთითე ეს შენ უფლებებს არ არღვევს მეთქი და სამსახურში წავედი, მოუყვანია საპატრულო პოლიცია, გაურკვევიათ სად ვაყენებდი მანქანას და უთქვიათ რომ მას ამისი აკრძალვის უფლება არ ქონდა. მოკლედ, მისი სასარგებლო გადაწყვეტილების არ მიღება მოსვენებას არ აძლევს, განსაკუთრებით მე მერჩის, ვინაიდან მანქანას მე ისევ იმ ადგილას ვაყენებ სადაც მისი ოკეანის გაღმა ყოფნისას ვაყენებდი. ერთ დილით კი ხმამაღლა მომაძახა

მეგრელების ჯიში ამოწყდა!

პასუხმაც არ დააყოვნა ჩემს ენაზე, მეგრულადვე „მოვიკითხე“ მისი საახლობლო, ძირითადად ასეთ დროს მის სულიერი საახლობლოს „მოვიკითხავ“ ხოლმე, ინტრიგნებს, მოღალატეებს, პროვინციულად მოაზროვნე შოვინისტებს, (მეგრელების, კახელების, სვანების და სხვა კუთხის შვილების მოძულეებს). გამოგიტყდებით, ისეთი უწმაწური მეგრული სიტყვები აღმომხდა შემდეგ ვინანე, ჩემი თავის შემრცხვა.

უბრალოდ გული მწყდება, დედაქალაქში დააბიჯებს ცნობილი მხატვრის ქვრივი, ცნობილი შვილების დედა, შვილების რომლებიც თითქმის ყოველ დღე გვმოძღვრავენ ხან ჯაჯანიძის შოუდან, ხან ასათიანის შოუდან, გვირჩევენ ვიყოთ პატრიოტები, პატიოსანი ცოლები, ქმრები, მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბრობენ ქართული ფოლკლორისა და კულტურის გენიალურობაზე. ამ დროს კი მათი მშობელი დედა მეგრელების ჯიშის ამოწყვეტას სთხოვს მამაზეციერს.

ისე, დედაქალაქში სანამ არიან ინდივიდები, რომლებიც ამ ფრაზას ამბობენ ხმამაღლა, მანამდე ყოველთვის იქნება საშიშროება,საზოგადოებაში ისევ მომრავლდნენ ისეთი ადამიანები რომლებმაც წააქეზეს და იყვნენ შემოქმედნი ოთხმოცდაათიანი წლების სამოქალაქო ომისა, რომლის შედეგებმაც ლამისაა მარტო მეგრელების ჯიში კი არა მთლიანად ქართული ჯიში მიიყვანა ამოწყვეტის გზაზე. თუ ასეთ ადამიანებს არ მივუჩინეთ საკუთარი ადგილი, თუ არ ავკრძალეთ ასეთი იდნივიდების ვიწრო შოვინისტური გამოხტომები, არა მარტო ჩემი მეზობლის სახლი არამედ ქვეყანა თავზე შემოგვენგრევა.

უფალო შენ იხსენ ჩემი ჯიში და სრულიად საქართველო განადგურებისგან!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG