Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ვალერიანე ბუკია

მახსოვს კოტე მახარაძის დაკრძალვაზე მეგობართან ერთად წავედი, რიგი იყო, ჩავდექით, ჩვენს წინ შემთხვევით კახა კალაძე, მამამისი, კახას პირადი მცველი და სპორტული კომენტატორი ალეკო ლეჟავა გამოჩდნენ, ალეკო ლეჟავა გემახსოვრებათ, მაშინ ტელეარხ ევრიკაზე სპორტულ გადაცემას უძღვებოდა, სტუდიაში ჩანდა საფერფლე, ფაიფურის ჩაის ჭიქა რომელზეც მარწყვი, ჟოლო თუ რაღაც მსგავსი ნაყოფი ეხატა და საუბრობდა ფეხბურთზე, კედელზე მსოფლიო სპორტიდან, ლელოდან და სარბიელიდან ამოჭრილი სურათები იყო გაკრული: ფიგუ, ბრაზილიელი რონალდო და კიდევ სხვები.
კალაძე! იყივლა ჩემმა ძმაკაცმა და მოვიჩხრიკეთ ჯიბეები, საწერი კალამი და ფურცლის ნაგლეჯები მოვიძიეთ, საწერი კალამი მხოლოდ მე აღმომაჩნდა, აი ქაღალდის ნასახიც კი ვერ ვიპოვეთ, თუმცა გამოცდების პერიოდი იყო და ჩათვლის წიგნაკები თან გვქონდა, ბოლო გვერდზე გადავშალეთ ორივემ, მე გავბედე, მხარზე ხელი დავადე კახას, შემობრუნდა, მისი პირადი მცველიც დაფაცურდა, თუმცა მიხვდა რა რომ ავტოგრაფს ვთხოვდით და დამშვიდდა, კახამაც არ დააყოვნა და ჩამოგვირიგა ჩათვლის წიგნაკზე ავტოგრაფები. იმ დღეს ვინატრე ის ხელები, რომლითაც ჩემ ჩათვლის წიგნაკზე ხელი მოაწერა, იქნებ წელს მაინც შეეხოს ჩემპიონთა თასს მეთქი, ზუსტად იმ წელს მოიგო მილანმა ეს თასი, მერე მეორედაც დაეუფლა მილანი კახასთან ერთად ჩემპიონთა თასს, მეამაყებოდა და მეამაყება დღესაც რომ კახა ქართველია.
მახსოვს იყო აქცია, რუსეთიდან დეპორტაცია განახორციელეს ქართველების, გონიერი და ჭკვიანი რუსების უმეტესობამ ამაში შოვინიზმის ელემენტები დაინახა და წამოიწყეს ძალიან საინტერესო და მისასალმებელი აქცია სახელწოდებით: Я Грузин
ცნობილი სახეები გამოდიოდნენ, საუბრობდნენ ნაციზმზე, რუსულ შოვინიზმზე, გმობდნენ ამ ფაქტს, ხოლო საუბარს ასრულებდნენ ამ ფრაზით, ასევე დაამზადეს მაისურები ამ წარწერებით. სწორედ მაშინ იყო ერთ-ერთ ტელეარხზე კალაძის მილანურ ცხოვრებაზე სიუჟეტი, რომლის ბოლოსაც კახამ კამერას გაუღიმა და რუსებს მიმართა: Я тоже Грузин, კიდევ დამეუფლა სიამაყე.
მერე იყო ნაკრებში გატანილი ორი ავტოგოლი, მერე პრეზიდენტის ქალურ-ჭორიკნული ქილიკი ამ თემაზე, გულახდილად გეუბნებით ამის გამო პრეზიდენტი გავკიცხე, აბა რა პრეზიდენტის საქმეა ჭორიკანა ქალივით ქილიკი რაღაც სისულელეებზე, მერე რა ორი ავტოგოლი გაიტანა, სამაგიეროდ ვინ გვყავს ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი ფეხბურთელი.
თუმცა წელს მაშინ როდესაც კახა მთავრობაშია, ვიცე-პრემიერია და თვალში ნაცრის შეყრით გვეუბნება გაზპრომთან ხელშეკრულება მომგებიანია ჩვენთვისო, ასე მგონია Я тоже Грузин-ის სიამაყით გამომცხადებელი კალაძე სადღაც გაქრა, ჩაიძირა წარსულში, ძალიან დამწყდა გული....
ჯობდა ისევ ავტოგოლები გაგეტანა და ვიღაც ვიღაცეების დავალებით (აბა რაც არ უნდა ნიჭიერი და განათლებული ფეხბურთელი იყო, მაინც არა მგონია ასეთ რამეებში ბოლომდე ერკვეოდე) ამ მსოფლიო დონის ურჩხულთან არ დაგედო გარიგება ქართველი ხალხის სახელით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG