Accessibility links

logo-print

ბებია ასტრიდი და ახალი წელი


ავტორი: ვალერიანე ბუკია

არ მახსოვს რამდენჯერ მექნება ასტრიდ ლინდგრენის „ბიულერბიუელი ბავშვები“ წაკითხული, ძალიან ბევრჯერ, 1991 წელს მაჩუქა ჩემმა დამ ამ შესანიშნავი მწერლის წიგნი, რომელშიც მისი სამი საბავშვო მოთხრობაა, იმ წლიდან მოყოლებული ყოველ საშობაო არდადეგებზე ვკითხულობდი, თუ თავიდან ბოლომდე არა, იმ თავებს მაინც, რომელშიც აღწერილია თუ როგორ აღნიშნავენ შობას შვედეთის ამ ზღაპრულ სამ სახლიან და მხოლოდ სამი ოჯახით დასახლებულ სოფელში.
ვკითხულობდი და სულ მინდოდა მეცხოვრა შვედეთში, პატარა სოფელში სადაც სამი სახლი იდგა მხოლოდ, მყოლოდა მეგობრებად ლასე, ბოსე, ულე, ლიზი, ანა და ბრიტა. ისე შემიყვარდა შვედეთი, სამეფოს დროშაც კი დავამზადე, დედას ლურჯი ნაჭერი ვთხოვე, მერე თეთრი ლეიკოპლასტით ჯვარი გამოვსახე და მერე ეს ჯვარი ყვითლად გავაფერადე, ყოველ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი, პირველად წაკითხვისთანავე კარადიდან გადმოვათრიე საბჭოთა ენციკლოპედია და იქ ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფია წავიკითხე, და დავადგინე რომ კარლსონიც მისი გმირი ყოფილა, ვერც კარლსონი, ვერც ემილი, ვერც პეპი ცვლიდნენ ჩემს სიყვარულს ამ მოთხრობისადმი, იმიტომ რომ ალბათ არც ერთ საბავშვო მწერალს ისე ლამაზად არასდროს და არც ერთ ნაწარმოებში გადმოუცია შობა-ახალი წლის შეხვედრის ბავშვური ემოციები, ისე როგორც ეს ბებია ასტრიდმა გადმოგვცა, დიახ ბებიამ, ასევე ხშირად მინატრია ასტრიდი ჩემი ბებია ან თუნდაც დიდი ბებია ყოფილიყო.
შარშან შვედეთში, კერძოდ, სტოკჰოლმში მოვხვდი, მხოლოდ ერთი დღით და სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის დათვალიერება. ძალიან დამწყდა გული.

როცა მინდა ისევ ბავშვური ემოციით შევხვდე ახალ წელს ან შობას ასტრიდ ლინდგრენს მივმართავ, ვკითხულობ მის ბიულერბიუელ ბავშვებს და ვხდები ისევ ათი წლის და ისევ ისე მიხარია შობაც და ახალი წელიც როგორც ბავშვობაში, თან ისეთ დროს დაემთხვა ჩემი ბავშვობა ომიც იყო, შიმშილიც და ბევრი ჩემი თანატოლი ქურდული რომანების კითხვითა და კრიმინალურ მომავალზე ოცნებით ირთობდა თავს, მე კი სადღესასწაულო დღეებში გადმოვიღებდი კარადიდან ბიულერბიუელ ბავშვებს და ვიძირებოდი საყაროში რომელიც შექმნა ყველაზე საყვარელმა ბებიამ მსოფლიოში ასტრიდ ბებიამ.
ყველას გილოცავთ ახალ წელს, არასდროს მოგშლოდეთ ამ დღესასწაულის შესახვედრად ბავშვური ემოცია, მოეტანოს ახალ წელს მშვიდობა,ბედნიერება და წარმატებები!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG