Accessibility links

logo-print

ავტორი: ვალერიანე ბუკია

„მაგარია! და ასწორებს რომ აქაც მოვისმენთ ცოცხლად შევჩუკს და DDT-ს 10 თებერვალს“

აი ეს ტექსტი დადო ჩემმა მეგობარმა თავისი Facebook–ის კედელზე, და ისეთმა სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, როგორც 1990 წლის მაისში, მამაჩემის რაიონის აღმასკომის მიერ განაწილებით მიღებულ მწვანე “ჟიგულში”, როცა მამამ მახარა ჩვენი სოფლის მაღაზიაში ველოსიპედების მიღება და დამპირდა გიყიდიო.
დიახ, ეს ნამდვილად ბავშვური სიხარული იყო, დდტ და შევჩუკი მაშინ შემიყვარდა პირველად როცა მათი “Осень” მოვისმინე მოსკოვზე, (ასე ვეძახდით მაშინ საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხს) უფრო სწორად ვნახე ვიდეო სადაც რუსული როკის პატრიარქები ბაღში სეირნობენ და თან ყვითელ ფოთლებს ფეხებით ფანტავენ აქეთ იქით, მეც მთელი ბავშვობა ყვითელი ფოთლების დანახვისას მათ სიმღერას ვღიღინებდი და ფოთლებს აქეთ იქით ვფანტავდი. მერე იყო სოციალური რეკლამა უკვე რუსეთის საზოგადოებრივ არხზე. ყრუ–მუნჯი შეყვარებულები ესწრებიან დდტ–ს კონცერტს და გრძნობენ მუსიკას, და იღებენ დიდ სიამოვნებას, არც გაგიკვირდება კაცს, თუ რატომ შეიძლება შეიგრძნოს მათი სიმღერები ასე თბილად თუნდაც ყრუმ, მათ მუსიკას და ტექსტებს დიდი სიამოვნებით ვუსმენ და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით ვუცქერ იური შევჩუკს, მისი სათვალეების სქელი ლინზების მიღმა თვალებიდან სითბო, სიკეთე და სიბრძნე გადმოდის. “Далеко, далеко” სწორედ ეს სიმღერა ისმის ამ სოციალურ ვიდეოში, ეს სიმღერა ჩამესმოდა მამაჩემის ავადმყოფობის დროს
Далеко-далеко беззаботные дни
Я смотрю, как легко исчезают они
მათი სიმღერა დამსდევდა გაჭირვების დროსაც და სიხარულის დროსაც, მათი სიმღერები ჩამესმის ახლაც როცა მიჩნდება პროტესტის გრძნობა.
შევჩუკი პატრიოტია ნადვილი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მისი რუსული პატრიოტიზმი არ გადადის რუსულ შოვინიზმში, რუსი პატრიოტების უმრავლესობა ხომ შოვინისტია სამწუხაროდ. სწორედ ეს იწვევს ზიზღს რუსეთისადმი, შევჩუკი და მისი მსგავსი ადამიანები კი ცდილობენ რომ რუსეთი არ იყოს ზიზღის გამომწვევი ქვეყანა, არ ვიცი რამდენად გამოუვათ ეს, თუმცა მე სულითა და გულით წარმატებებს ვუსურვებ ამ კეთილ საქმეში.
მახსოვს უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველ კურსზე ვიყავი როცა დდტ ჩამოვიდა თბილისში, გრიბოედოვის თეატრში პეტერბურგის დღეები იყო, ბილეთი 25 ლარი ღირდა, მე 29 ლარი მქონდა, მენქიუს “ეკონომიკის პრინციპები” უნდა მეყიდა. ძალიან ვინანე რომ ვერ წავედი კონცერტზე, თუმცა არ მინანია წიგნის შეძენა, ამ წიგნით მე ეკონომიკაში ლიბერალური მიდგომების მომხრე გავხდი, გასაკვირია, მაგრამ რამოდენიმე ათეული სოციალიზმზე ნოსტალგიურად განწყობილი პროფესორების თუ დოცენტების ლექციების გავლენისგან მიხსნა ამ წიგნმა. ასეთივეა დდტ–ს მუსიკა რომელიც იმისთვისაა შექმნილი რომ არ მივყვეთ ბრმად დინებას და არ გავხდეთ კონფორმისტები.
ერთი სული მაქვს როდის დადგება 10 თებერვალი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG