Accessibility links

logo-print

„ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობა“


ავტორი: ზაზა აბაშიძე

იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის გაძევების შემდეგ, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ ვისთან გვაქვს საქმე - საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედ რუსეთის იმპერიასთან,რომლისთვისაც მიზანი ყოვალთვის ამართლებს საშუალებას,ესმიზანი კი კვლავაც ერთია -„დიადი და ნათელი“ ,ანუ მოდერნირებული საბჭოთა კავშირის ტიპის სუბიექტის შექმნა და ევროპის გეოპოლიტიკური რუკის ცვლილება. მახვილი თვალი სულაც არ ჭირდება იმის დანახვას თუ როგორ იმართება „ბოროტების იმპერია“.უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აღზრდილი პუტინი მარტივი საბჭოური მეთოდით მოქმედებს-აკონტროლებს ყველაფერს ,მაქსიმალურად ზღუდავს სივრცეებს სადაც კი შეიძლება ოდნავი დაუბეროს „თავისუფლების სიომ“ ,ხოლო მის ირგვლივ არსებული პოლიტიკური ელიტა,რომელიცბოლომდე ჩაძირულია კორუფციაში, მათ პუტინზე მიჯაჭვულს ხდის.ფედერაციის “ ეკონომიკური აღმავლობის“ დღეებიც ნელ-ნელა წარსულს ბარდება, შესაბამისად უახლოეს მომავალში,რომელიც ამ შემთვევაში არ განსხვავდება წარსულისგანშეუძლებელია რუსეთისგან ველოდოთ რაიმე სახის სტაბილურ და ადექვატურ ქმედებებს, ამაზეფიქრი ან სიბრიყვე ან განზრახ თავის მოტყუება იქნება. საინტერესოა როგორ ხვდება ამ ყველაფერს ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა 20 წელზე მეტია სწორად რუსეთის მიერ ილახება , კონფლიქტების გაღვივებისა და ოკუპაციის შემდეგ კი დღის წესრიგში აფხაზეთის ანექსია „ჯერი დადგა“.2012 წლის 1 ოქტომბრამდე არსებული საგარეო კურსი ,რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ იქნა ჩამოყალიბებული ახალმა ხელისუფლებამ მოსვლის წამიდან შეცვალა. ხისტი და „აგრესიული“ ანტი-რუსული გეზი პირველივე დღიდან მიუღებელი აღმოჩნდა ,ხოლო მისი ადგილი „შერბილებულმა და კეთილმეზობლურმა რიტორიკის“ პოლიტიკამ დაიკავა ,რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითიც კარასინი-აბაშიძის შეხვედრების სერიაა,რომელიც დასავლელიდიპლომატებისჩართულობის გარეშე პირისიპირ იმართება .გარდა ამისა არქივში ინახება ბევრი საჯარო გამოსვლა, სადაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები „დამთბარ ურთიერთობებზე“ ხმამაღლა საუბრობენ, აქედან ყველაზე დასამახსოვრებელი კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იყო BBC-ისთან ინტერვიუში , სადაც მან მსოფლიო საზოგადოებას ახალი „უნიკალური“ მექანიზმის შესახებ ამცნო-რომელიც ერთის მხრივ ნატოსთან დაახლოებას,მეორეს მხრივ კი რუსეთან „ნორმალურ“ რეჟიმში ურთიერთობის გადაყვანას გულისხმობდა,არ ვიცი ამ დროს პრემიერი იყო თუ არა ცინიკურიმაგრამ, მან ამ მექანიზმის გამოყენება საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლებასაც კი შესთავაზა.ხელისუფლება დღემდე თავს იწონებს საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებით ,მიუხედავად ბევრი ურთიერთგამომრიცხავიგამოსვლებისა და საჯარო განცხადებებისა,რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში მათგან გამომდინარეობდა ,ასევე აპელირება იმაზე რომ რუსეთის ფედერაციას მიმართ გატარებულმა პოლიტიკა ნაყოფიერი იყო ,თუმცა რეალურიშედეგი დღემდე არ ყოფილა.გასულ კვირას კი, სწორად ამ „წარმატებების“ შემქმნელმამინისტრებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა პირებმა ერთი მეორეს მიყოლებით დაწერეს განცხადება გადადგომის შესახებ.პროცეს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი ,რომელმაც მალევე შეცვალა დამოკიდებულება და მათ მიერ გაწეულ სამსახურს ბოლო ორი წლის განმავლობაში რბილად რომ ვთქვათ არცთუ ისე მაღალი შეფასება მისცა. თავის მხრივ ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნის დასავლეთისკენ ორიენტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი საფრთხზეებზე გაამახვილეს ყურადღება (გამონაკლისი თამარ ბერუჩაშვილი აღმოჩნდა,რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა მეტად პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად) და ყველას „გამოფხიზლებისკენ „ მოუწოდეს. ამ პროცესებს რათქმაუნდა აქტიურად აკვირდებოდა და დღემდე აგრძელბს კრემლი, რომლის პოზიციაც გრიგორი კარასინმა გაახმაურა, მან საქართველოს მთავრობის სახეცვლილებაზე გამოთქვა იმედები. აქვე სახსენებლია,რომ სწორად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კრემლს დამატებით ბერკეტი გაუჩინა საქართველოს წინააღმდეგ, მათ ხელში ხელახლა აღმოჩნდა ეკონომიკური ბერკეტი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ,ეკონომიკური ემბარგო უკვე კარგად აპრობირებული პოლიტიკური ინსტრუმენტია.

შესაბამისად, არსებული შიდა და გარე გარემოებების გათვალისწინებით ისმის მთავარი კითხვა, რამდენად არის დაცული საქრთველო მეზობელი რუსეთის მხრიდან?რამდენად პასუხობს საქათველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს? წარმოუდგენელია შედეგი მოიტანოს იმ განხორციელებულმა ნაბიჯებმა,რომელიც შენს მიერვე გამოთქმულ სურვილებს ეწინააღმდეგება, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ქართული საზოგადოების უმრავლესობის მიერ გამოთქმულ სურვილს-რომელიც ევროინტეგრაციის წარმატებით დასრულებას გულისხმობს. რამდენად იქნება შესაძლებელი მთავარმა პოლიტიკურმა ფიგურამ საგარეო ურთიერთობების მიმართულებით დაიცვას ქვეყნის ინტერესები , თუკი მას „დღეში ორჯერ ეცვლება „ (ფრჩხილების საჭიროება არც არის საჭირო) აზრი ქვეყნისთვის ყველაზე ფუნდაენტური საკითხის „ევროპული გზის „ მიმართ. ან იქნება კი რეალურად იგი რაიმე ტიპის პოლიტიკის გამტარი თუ, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა გადაწყვეტილებების მიღება კვლავაც კულუარებიდან გაგრძელდება. ბოლო დროს განვითარებულმა შიდა პოლიტიკურმა მოვლენებმა,რომელიც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას საგარეო პოლიტიკაზე, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ კიდევ ერთხელ გამახსენა,მაგრამ ეს სხვა საკითხია ,ახლა შორს წაგვიყვანს...

ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები თამარ ბერუჩაშვილს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG