Accessibility links

logo-print

გაბიზნესმენებულ - გაპოლიტიკოსებული „წითელი დირექტორები“


ავტორი: ზურა ვაშაკიძე

დამეთანხმებით 30 წელი ისტორიისთვის უმნიშვნელო დროა, წამის გაელვებასავითაა, მაგრამ თეორიულად ერთი ადამიანის ცხოვრების ნახევარია. საკუთარი ცხოვრების ეს მონაკვეთი, თუკი მეხსიერება არ გღალატობს, წესით კარგად უნდა გახსოვდეს. ეს წესით, მაგრამ როგორც ვიცი გონების დამცავი მექანიზმი ხელს უშლის ადამიანს გაიხსენოს მისთვის უსიამოვნო მოვლენები. ამჯერად შევეცდები ზოგიერთ ადამიანს დროებით შევუჩერო ეს მექანიზმი, შევახსენო წარსული ისევ მათთვის სასარგებლოდ, რათა მომავალში სწორი ორიენტირება მოახდინონ.

30 წლის წინ ეს ადამიანები საბჭოთა საწარმოების დირექტორები იყვნენ. დირექტორად შესაბამისი დარგის სამინისტრო და კომპარტიის კომიტეტი ნიშნავდა. ვინაიდან კერძო საკუთრება არ არსებობდა, ისინი „საერთო-სახალხო“ ქონების მართვისთვისდაქირავებული მენეჯერები იყვნენ.დანიშვნისასგადამწყვეტი პარტიული რეკომენდაცია იყო, ამიტომ მათ სპეციალობას მაინცადამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

ამ დროისთვის კორუფცია უკვე კარგად ორგანიზებული იყო და მათი მთავარი მოვალეობა შავი ფულის სწორი განაწილება იყო. შავი ფული აღურიცხავი საქონლის გაყიდვით იქმნებოდა. დირექტორს იგი უნდა გაენაწილებინა საწარმოს შიგნით იმ ადამიანებზე, ვინც მის შექმნაში მონაწილეობდა: მთავარი ინჟინერი, საამქროს უფროსები, ბუღალტერი, მოადგილეები და ა.შ. რაც მთავარია ფული უნდა გაცემულიყო გარეშე პირებზეც: პარტიულ მუშაკებზე, სამინისტროს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე და ა.შ.ფულის შიდა გადანაწილებაში, პატარა შეცდომები დასაშვები იყო, ხოლო გარეშე პირებისთვის არადროული ან არასაკმარისი თანხის გადახდისთვის, დირექტორი სულ მცირე თანამდებობას ტოვებდა, მაგრამ შეიძლებოდა ციხეშიც მომხვდარიყო. ასეთი მაგალითები ბევრი იყო. რა თქმა უნდა ამ გადანაწილებაში თვითონაც გარკვეული თანხა რჩებოდა. ასე თუ ისე, დირექტორობა უკვე მეტნაკლებად მდიდარ ადამიანს ნიშნავდა.

იმ დროს სიმდიდრის ცნებაც სპეციფიკური იყო.შეიძლებოდა ერთი სახლი, ერთი აგარაკი გქონოდა, საუკეთესო მანქანა გაზ-24 გყოლოდა, საზღვარგარეთ ყველაზე მეტი, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეგეძლო წასვლა. რესტორანშიც იქეიფებდი და შედარებით კარგადჩაიცვამდი.სულ ეს იყო.თან ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა გეკეთებინა, რომ ვინმე პარტიულ ფუნქციონერს თვალში არ მოხვედროდი და ერთ დღეში არ დაგეკარგა ყველაფერი.

რაც შეეხება დირექტორების შემდგომ კარიერულ წინსვლას. მაქსიმუმი რისთვისაც შეეძლოთ მიეღწიათ, მინისტრის მოადგილის თანამდებობა იყო. მინისტრებად ყოფილი პარტიული ფუნქციონერები ინიშნებოდნენ.

ერთი რიტორიკული კითხვა მინდა დავუსვა ამ ბატონებს. ერთი წამითაც კი წარმოიდგენდით იმ პერიოდში, რომ სულ რაღაც 30 წლის შემდეგ:

-საბჭოთა კავშირი დაშლილი და გერმანია გაერთიანებული იქნებოდა.

-ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ნატოს წევრი ქვეყნები გახდებოდნენ.

-საქართველოს საკუთარი არმია ეყოლებოდა და ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ჩაატარებდა ამერიკული ტექნიკის გამოყენებით.

-ის საწარმოები, რომლის დირექტორებიც იყავით, თქვენს პირად საკუთრებაში აღმოჩნდებოდა, სახელმწიფო გახდებოდა ამ საკუთრების დაცვის გარანტი და თქვენ შთამომავლობა მისი კანონიერი მემკვიდრე იქნებოდა.

-ფულს სამალავებშიკი არ შეინახავდით, არამედ საბანკო ანგარიშებზე და თქვენი სურვილისამებრ განკარგავდით მათ ყოველგვარი შიშის გარეშე.

-ფულის გადახდის ვალდებულება მოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისადმი გექნებოდათ.

-თქვენს შვილებს საშუალება ექნებოდათ ესწავლათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

-შეუზღუდავად იმოგზაურებდით ნებისმიერ ქვეყანაში.

-საკუთარ პარტიას ჩამოაყალიბებდით, გახდებოდით დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრი და საპარლამენტო ფრაქციასაც კი შექმნიდით საქართველოს გადარჩენის ამბიციური სახელწოდებით.

ვერა ბატონებო, ვერ წარმოიდგენდით და ვინმეს რომ ეს ყველაფერი ეთქვა თქვენთვის 30 წლის წინ, სკეპტიკოსად კი არა გიჟად მონათლავდით.

ზოგადად ადამიანში მადლიერების გრძნობა იშვიათია, და წარმატებას,როგორც წესი მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, მაგრამ ჯანსაღი აზრი ხომ მაინც არსებობს. როგორ ვერ უნდა ხედავდეთ, რომ თქვენსგაბიზნესმენება-გაპოლიტიკოსებაში და პირადად თქვენს კეთილდღეობაში უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებს და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიუძღვის.

მესმის თქვენი, როდესაც ყველა ხრიკს ხმარობთ, რათა პარლამენტში მოხვდეთ. მესმის, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბიზნესის გასაფართოებლად და მხარდასაჭერად გჭირდებათ, ისიც მესმის ამომრჩეველი არჩევნებამდე ორი - სამი თვით ადრე რომ გახსენდებათ, მაგრამ არ მესმის როდესაც ქვეყნის საგარეო ვექტორებზე საუბრობთ და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე მსჯელობასაც ბედავთ.

პირადად მე და უამრავი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე,რომლებსაც თვიდან თვემდე ძლივს გაგვქვს თავი, რომლებსაც გასულმა ოცდაათმა წელმა მხოლოდ გაჭირვება და პრობლემები მოგვიტანა,მაინც იმედითვუყურებთევროატლანტიკურ მომავალს, რადგან დარწმუნებული ვართ,რომ მხოლოდ ეს მომავალია ჩვენი შვილების ღირსეული ცხოვრების გარანტი.

ხოლო თქვენ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს,ვინც მაქსიმუმი მიიღეთ დასავლეთიდან - კარგა ხანია ვიზალიბერალიზაციაც მიღებული გაქვთ და უამრავი სხვა პირადი სარგებელი,(ჩამონათვალს აღარ გავიმეორებ),უცებდიდი მორალისტები ხდებით და გვმოძღვრავთ მაღალი ტრიბუნებიდან,რომ თურმე დასავლეთი მხოლოდ ერთსქესიანი ქორწინება ყოფილა. როდესაც თქვენს შვილებს და შვილიშვილებს უშვებთ დასავლეთის ქვეყნებში სასწავლებლად თუ დროის სატარებლად სოლიდური თანხებით ჯიბეში, რატომღაც მაშინ არ გეშინიათ რომ იგივე სქესზე დაქორწინებულები დაგიბრუნდებიან უკან.

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ღირებულებებისადმი სწრაფვა ბუნებრივი, ჯანსაღი, კანონზომიერი და გარდაუვალი პროცესია. ამის არდანახვა პოლიტიკური აბერაცია კი არა სიბრმავეა. ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შენელება შეიძლება. ეს მშვენივრად იცის ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელსაც თქვენ ენის მოჩლექით ელაპარაკებით.

სირცხვილია ბატონებო!შეირგეთ ყველაფერი, რაც ბედმა გაჩუქათ, მიხედეთთქვენს ბიზნესს,გაფართოვდით, დატკბით ცხოვრებით, მაგრამ იმ საკითხებში ნუ ჩაყოფთ ცხვირს, რისიც არაფერი გაგეგებათ.

ივაჭრეთ ლუდით, ღვინით, რითიც გაგიხარდებათ იმით ივაჭრეთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მომავლით, ჩვენი შვილების მომავლით ვაჭრობის უფლებას არავინ მოგცემთ, ვინაიდან სწორედ ეს ვაჭრობააამორალური,უზნეოდაამაზრზენი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG