Accessibility links

logo-print

ავტორი: ზურაბ ზურაბიშვილი

მოგეხსენებათ ნიუ-იორკი საოცრებათა ქალაქია და თავის "აღსაფრთოვანებლადაც" უამრავის საშუალება არსებობს, რათქმაუნდა თუ გაქვს შესაფერისი დრო და ფინანსები. პერიოდულად ჩემშიც იღვიძებს ხოლმე წლების წინ ჩამკვდარი "რადიო-ჟურნალისტი" და ზოგჯერ მოვლენებს, რიგითი მაყურებლისგან განსხვავებით ცოტაოდენ სხვაგვარად მიმამზერს : )

შორს აღარ წავალ და ამ ბლოგის დაწერა კლასიკური მუსიკის მოყვარული იმ ადამიანებისთვის გადავწვიტე, ვინც ახლო მომავალში "Big Apple"-ს გეგმავს ესტუმროს და რაიმე შთამბეჭდავი ან დასამახსოვრებელი სურს რომ იხილოს.

ჟუზეპე ვერდის უკვდავი ოპერა "LA TRAVIATA" და "მეტროპოლიტენ ოპერა" პროდაქშენის მიერ შექმნილი 2014 - 2015 სეზონის ეგრეთწოდებული "ბლოკბასტერია", რომელმაც ბოლო სამი სეზონის ყველა არსებული რეკორდი უკვე მოხსნა გაყიდვის თვალსაზრისით(ცნობისთვის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 100 დოლარიდან 500 დოლარამდეა). საოცრად არაერთგვაროვანი კრიტიკის და "ნიუ-იორკ" ტაიმსის ცოტაოდენ ცინიკური და არცთუ სახარბიელო რეცენზიის შემდეგ, გადავწყვიტე განსჯისთვის და შთაბეჭდილებებისთვის საკუთარი თვალით მენახა ვერდის "ტრავიატას" ეგრეთწოდებული "მოდერნ ვერსია". შთაბეჭდილებებმაც არ დააყოვნა და იმ მწარე ფრაზების სიღრმეაც უმალ ჩავწვდი, რაც ზოგადად არა მხოლოდ აქ, არამედ მთელ მსოფლიოში აღიზიანებს ოპერის ორიგინალური ვერსიების მოდერნიზაციის მოწინააღმდეგე კრიტიკოსებს.

ვიოლეტა ვალერის(სონია იონჩევა) და ალფრედო გერმონტის(ფრანჩესკო დემურო) დრამატული სიყვარულის ისტორია ცოტა არ იყოს ვერდის ეპოქისთვის ზედმეტად ავანგარდულია. სამივე აქტი გაწრილი ელიპსის ფორმის თეთრი ფერის სცენაზე ვითარდება, კუთხის მთავარი ჭიკარის, ამფიტეატრის მსგავი ნალისფორმის სკამის, მრგვალი საათის, ერთი წითელი და ოთხი თეთრი ორ ადგილიანი სავარძლის თანხლებით(დაახლოებით რომ მიგახვედროთ, ისეთივე მსგავსი კონტრასტები, რომელსაც ხშირად გვთავაზობს კინორეჟისორი პედრო ალმადოვარი - იმპუსური, იოლად დასამახსოვრებელი მკვეთრი ფერების და თვალისთვის სწრაფად აღაქმელი ეფექტის მოსახდენად). ვიოლეტა არაიტალიურად ბოჰემურია! 60-იანი წლების მერლინ მონროს სტილის წითელი ფერის კაბაში და მაღალ ქუსლიან წითელ ფეხსაცმელშია გამოწყობილი თითქმის სამივე აქტის განმავლობაში, სიკვდილის სცენის გარდა(სადაც წითელ კაბას იხდის და შემდეგ სპექტაკლის დასრულებამდე თეთრი ფერის ღამის პერანგსა და შავი ფერის ატლასის მოსასხამში რჩება). ოდნავ ვულგარული, კლასიკური ჩაროებისთვის მიუღებელი და "ბიზნესჩაროებისთვის" საოცრად მისაღები რამოდენიმე ინტიმური სცენის მცდელობა უმარილო ხვევნა კოცნის ფონზე და არცთუ მთალდ ხარისხიანი და დამაჯერებელი სცენური დრამატურგია აქტიორული თამაშის თვალსაზრისით.

მაგრამ იმპულსების და თვალისთვის გასახარი სანახაობის მიღმა იქ იყო ყველაზე მთავარი, მისი აღმატებულება მუსიკა! მართლაც საოცრად შთამბეჭდავი ორკესტრი, გუნდი და სოლისტები, ისთი მუსიკალური თანხლება, ვესად რომ ვერ მოისმენ "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენის გარდა(ბრავო მაესტრო მარკო არმილიატო)! მუსიკა რომელიც აჟღერებისთანავე მომენტალურად გავიწყებს იმ გაორებულ შეგრძნებებს რაც სცენაზე დანახულის და ნამღერს შორის ჩამოწოლილ დისონანსს ოკეანის ტალღებივით უკვალოდ შლის. უკვდავი ვერდის მუსიკა რომელიც საუკუნეების განმავლობაში იარსებებს, სულ რომ გაშიშვლდნენ და ისე იმღერონ კიდევ უფრო მეტი მაყურებლის მოსაზიზად!

P.Sსპექტაკლის შემდეგ ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებას შევერიე, თუმცა მოგვიანებით თანამედროვეობის "ვიოლეტებმა" ღიმილით რამოდენიმეჯერ კვლალ შემახსენეს თავი!

გამთენიისას სახლში რომ ვბრუნდებოდი პირველი ბახუსით გაბრუებული "ვიოლეტა" მეხუთე ავენიუს და 57 ქუჩის კვეთაზე იდგა აწეული ფეხით და ერთი ცალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. დახეული წინდიდან ფეხის რამოდენიმე თითი მოუჩანდა, ცოტა არ იყოს ქანაობდა(ვერ მივხვდი ციოდა თუ დაჯდომა უნდოდა) და საკამოდ უკმაყოფილო ტონით თავის "ალფრედოს" სასტიკად საყვედურობდა ცალი ფერსაცმლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო.

მეორე "ვიოლეტა" "ალფრედოს" გარეშე მეტროში იყო მთელ რიგ სკამზე გაწოლილი "ოლღა ბებიას ფაქიზოსავით" და იმ წუთას სულ არ ადარდებდა ფეხზე მდგომი სხვა დაღლილი ადამიანების ბედი-იღბალი და საზრუნავი(ნიუ-იორკში მეტრო 24 საათი მუშაობს). გაწეწილ თმაზე წითელი ხავერდის დაჭმუჭნული ბაბთა კვლავ ეკეთა, გვარიანადაც ხვრინავდა, შებღალული მაკიაჟით ფორმადაკარგული სახეც კი ლაღი ბავშვის ნახატს მიუგავდა.

მესამე "ვიოლეტა" კი ვიდრე სახლამდე მივიდოდი ბრუკლინში შემომეგება. მას ალბათ სავარაუდოდ მარუსია ან რაიმე სხვა მსგავსი პოპულარური სლავური სახელი ერქვა, რადგან გამოღებული ფანჯრიდან ფეძიასთან(ნამდვილი სახელია, ასე მიმართავდა ყოველშემთხვევაში)ერთად წყნარად ეწეოდა სიგარეტს და ისიც ალბათ ბახუსის გავლენის ქვეშ მყოფი ალაგ-ალაგ "კა-კა-კამალინ"-ის არასწორ მუსიკალურ ვერსიას მღეროდა.........

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG