Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოლიგარქები და თანამედროვე ტექნოლოგიები


ავტორი: ვალერიანე ბუკია

როცა რუსი ოლიგარქები და ჩინოვნიკები ნავთობის გაყიდვით ნაშოვნი ფულით სასახლეებს იშენებდნენ, იახტებს ყიდულობდნენ, ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონებისგან დამზადებულ უნიტაზებით რთავდნენ აბაზანა-ტუალეტებს, ამერიკელები ქმნიდნენ ელექტრო-ავტომობილ ტესლას, რომელმაც სისწრაფის აკრეფაში ავტომობილ პორშესაც კი გაუსწრო და ასევე ქმნიან ისეთ ტექნოლოგიებს რომლებიც სრულიად ცვლიან სამყაროს, თან დიდი ნაწილი ამ გამოგონებებისა ეკუთვნით ამერიკაში უცხოეთიდან ჩასულ მეცნიერებს, მაშინ როცა ჭკვიანი და ინტელექტუალი ხალხი იდევნებოდა რუსეთში, არ აქვს ახლა მნიშვნელობა ზოგი განსხვავებული აზრის გამო, ზოგი დუხჭირი ცხოვრების გამო გარბოდა, ამერიკა და მსგავსი ქვეყნები ისრუტავდნენ მსგავს დევნილ მეცნიერებს, ქმნიდნენ სილიკონის ველის მსგავს დასახლებებს, რუსეთი ამ დროს რითი იყო დაკავებული? სამხრეთ ოსეთის აღიარება, აფხაზეთის აღიარება, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და კიდევ ათასგვარი სისულელე.
მახსოვს ერთხელ ატენის სიონში მოვხვდი, იქაური ბერი წუხდა რომ ფრესკები ნადგურდებოდა, თუმცა ასევე უხაროდა, რომ ახალი პროექტი იწყებოდა, რომელიც იყო ერთადერთი გზა ამ ფრესკების და მთლიანობაში მონასტრის გადარჩენისა, ხოლო დამფინანსებელი ამ პროექტისა იყო არც მეტი არც ნაკლები US AID, ზოგიერთს EBRD-ივით უწმაწური სიტყვა რომ არ ეგონოს, ავხსნი: US AID ეს არის, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო. ახლა იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ამერიკელები ზრუნავენ ჩვენი მართმადიდებელი ეკლესიის გადარჩენაზე და ჩვენი სულის ხსნაზე, მაგრამ ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ ქვეყანას თვლი პარტნიორად მის კულტურის გადარჩენაზეც უნდა იზრუნო, რუსეთის იმპერია როგორ ზრუნავდა ყველამ ვიცით, მეცხრამეტე საუკუნეში შემოსვლისთანავე ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, ეკლესიებში ქართულ ენაზე აღარ აღევლინებოდა ღვთისმსახურება, თეთრად გადაიღება ბევრი ქართული ეკლესია-მონასტერი, რომ იქ ქართული უძველესი ფრესკები და წარწერები წაშლილიყო და ამჟამადაც აგრძელებს ისტორიის გაყალბებას, რომ თითქოს აფხაზეთშო არსებული ეკლესია-მონასტრები რუსული წარმომავლობისაა, გარეგნულადაც რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენი იქაური უძველესი სიწმინდეები რუსულ ღუროთმოძღვრების ძეგლებს უფრო გავს ვიდრე ქართულ ტაძრებს.
გარდაუვალია რუსეთის კრახი და იმაზე უფრო ადრე მოხდება ეს ვიდრე ამას ელოდნენ, თუმცა არის სხვა საფთხეები. რა ემუქრება რუსეთს და მასში შემავალ ტერიტორიებს, ხომ არ ისარგებლებენ ამით ისლამისტები, თან რუსეთი ატომური იარაღის მფლობელი სახელმწიფოა, არავინ იცის რას მოიმოქმედებენ ამ ატომური იარაღის სადარაჯოზე მდგარი აწ უკვე დამშეული ჩინოვნიკები.....
ზუსტად სამი წელი გავიდა რაც აღარ ვმუშაობ ბანკში სადაც სიტყვა ღმერთის ხსენება სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთ მიზეზად უქცევიათ იქაურ ჭკუის კოლოფ მენეჯერებს, ამიტომ ჩემს თავს თამამად მივცემ უფლებას აღმომხდეს ფრაზა: ღმერთო შენ გვიშველე!!!!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG