Accessibility links

logo-print

ჩანეკ სანჩეზ გევარა (1974-2015) მოკლე ბიოგრაფია - "ჩეს ანარქისტი შვილიშვილი"


- ჩემი თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი/მოქმედი, თუ ასეთივეა თქვენიც.

ჩანეკ სანჩეზ გევარა

ჩანეკ სანჩეზ გევარა ერნესტო ჩე გევარას უფროსი შვილიშვილი იყო. დედამისს ჰილდიტა გევარა ერქვა, ხოლო მამამისს ალბერტო სანჩეზი. ალბერტო მექსიკელი მემარცხენე იყო. ჩანეკი დაიბადა ჰავანაში 22 მაისს 1974 წელს. სახელი - ჩანეკი - ზოგიერთ ძველ მექსიკურ ენაში შავ გველს ნიშნავს.

ბავშვობაში ის მშობლებთან ერთად მილანსა და ბარსელონაში ცხოვრობდა. დადიოდა ესპანურ-კატალონიურ სკოლაში. შემდეგ მექსიკაშიც ცხოვრობდა. 1986 წელს, კუბაში დაბრუნებისას, მას მალევე შეზიზღდა ფიდელ კასტროს რეჟიმი, რომელიც მწერლებს და საერთოდ ხელოვანებს დევნიდა. მან უარყო რეჟიმის მიერ მისთვის მომზადებული მაღალი რანგის სამხედრო წოდება, დაიწყო "პანკივით" ჩაცმა და ჩამოაყალიბა "ჰევი მეტალის" ჟანრის ბენდი სახელწოდებით "მეტალაი

ზერი." ერთ საღამოს საიდუმლო პოლიციამ ცრემლსადენი ხელყუმბარების მეშვეობით დაარბია ბენდისთვის აკრძალული კონცერტი, რის შედეგადაც ჩანეკ გევარა დამამცირებელი ჩხრეკის მსხვერპლი გახდა.

ის შეუდგა რეჟიმის ხმამაღალ კრიტიკას, რის გამოც 1996 წელს, 22 წლის ასაკში მას მოუწია ქვეყნის დატოვება. კუბიდან ის მექსიკაში დაბრუნდა სადაც მისი ოჯახის რამდენიმე წევრი ცხოვრობდა.

ჩანეკი იყო მწერალი, მუსიკოსი, ფოტოგრაფი და ნიჭიერი გრაფიკული დიზაინერი. ის მიემხრო ანარქისტულ პოზიციას და 2004 წელს მექსიკურ ყოველკვირეულ გაზეთში დაწერა, რომ "კუბის რევოლუციამ წარმოშვა ბურჟუაზია, რეპრესიული აპარატები, რომელთა მიზანია დაიცვას ხალხისგან ბიუროკრატია, რომელიც ამავე ხალხისგან საკმაოდ შორს არის. მაგრამ ყველაზე მეტად ეს ყველაფერი ანტი-დემოკრატიულია მისი ლიდერის რელიგიური მესიანიზმის გამო." მას სძულდა "განსხვავებულობის კრიმინალიზაცია, ჰომოსექსუალების, ჰიპების, თავისუფლად მოაზროვნეების, პროფკავშირელების და პოეტების დევნა," ასევე "...სოციალისტური ბურჟუაზიის დამკვიდრება..." რომელსაც ის "ფსევდო-პროლეტარულს" უწოდებს.

მან ასევე თქვა, რომ "ჩემი მხრიდან ფიდელ კასტროს კრიტიკა საფუძველს იღებს მის მიერ ლიბერტარიანული იდეებისგან დისტანცირებაში, მის მიერ კუბელი ხალხის წინაშე ჩადენილ ღალატში და იმ საზარელი მეთვალყურეობის სისტემაში, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას ადამიანების განადგურების მეშვეობით ემსახურება."

მრავალი წელი, მის სიკვდილამდე, გადასახლებაში მყოფი ჩანეკ სანჩეზ გევარა აქტიურად მონაწილეობდა კუბის ლიბერტარიანულ მოძრაობაში და წერდა ისეთი მექსიკური ლიტერატურული მიმოხილვებისათვის, როგორებიც არის Letros Libres და Milenio Semanal. არგენტინაში ჩესთან ერთად მებრძოლი და იქ დაღუპული არგენტინელი ჟურნალისტის შვილთან, ხოსე მაზეტისთან ერთად, ჩანეკ გევარამ დაწერა Les heritiers du Che (ჩეს მემკვიდრეები) გამოქვეყნებული საფრანგეთში 2007 წელს. Les heritiers du Che წარმოადგენს თვითმხილველთა მტკიცებულებებს მათი კუბაში აღზრდისა და განვითარებადი იმედგაცრუების შესახებ.

ის გარდაიცვალა მეხიკოში 2015 წლის 21 იანვარს, გულის ოპერაციის შემდეგ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, კუბაში ცვლილებებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ "ზოგჯერ, როგორც წესი, ჩვენ განვიხილავთ ჩვენს რეალობას საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე და ეს პრობლემაა. მე მინდა ვნახო ცვლილებები კუბაში, მაგრამ ეს არ ხდება. კუბელთა კოლექტიურ წარმოსახვაში ცვლილება ასოცირდება ფიდელ კასტროს სიკვდილთან. ამ კუნძულზე პოლიტიკური სისტემა მოქმედებდა როგორც მონარქია და ფიდელმა უზრუნველყო მემკვიდრეობის მონიტორინგი, ეს კი ყველანაირ ცვლილებას გვაშორებს."

ინგლისური ტექსტის ავტორი:

ნიკ ჰითი

გიორგი კობახიძის თარგმანი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG