Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე

ჩემი დროც მოვა!

შენი დრო წავა!

ახლა ჩემი დროა!

დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს.ერთი წლის განმავლობაში დედამიწა ერთხელ შემოტრიალდება მზის ირგვლივ.დედამიწის სხვადასხვა ადგილებს მზე არათანაბრად ანათებს.

შენ საკუთარი სამართლიანობის განცდა გაქვს.

შენ ფიქრობ,რომ იმაზე მეტს იმსახურებ,ვიდრე გაქვს.

შენ ერთხელ მაინც გიფიქრია,რომ რასაც განიცდი,ფიქრობ და მიხვდი,სხვას აქამდე, აზრდაც არ მოსვლია.

შენ ფიქრობს,რომ სხვისი ცხოვრება გაცილებით მარტივია და რომ სხვის პრობლემებს გაცილებით მარტივად გაუმკლავდებოდი.

შენ ფიქრობ,რომ იმ შესაძლებლობებს,რაც სხვის ხელში აღმოჩნდა,თვითონ უკეთ გამოიყენებდი და იგივე შესაძლებლობებს შენ მეტდ იმსახურებ.

შენ ფიქრობ,რომ ზოგჯერ უფლება გაქვს ჭეშმარიტებაზე მონოპოლია გამოაცხადო.

შენ ფიქრობ,რომ დედამიწა ბრუნავს,მზე შენ მხარესაც გაანათებს,ყველა აგებს პასუხს,ასე ვთქვათ ყველა თავისას მიიღებს,შენი დროც მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე,როდესაც საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო, საარჩევნო უბნის შემინულ კედლებს კანდიდატებმა ცხვირები მოატყლიჟეს,მათი გონება და სხეული თანაბრად აეტანა შიშსა და იმედს. ხმების დათვლა დასრულდა.კანდიდატებს შორის გამარჯვებულმა მინას ცხვირი მოაშორა,ჰაერი ღრმად შეისუნთქა, ცხვირი მაღლა ასწია და უბანში ხმაურით შემოვიდა. _ ახალ მისი დროა.

სამწუხაროდ ეს ამბავი მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შესახება არაა. ეს ძალაუფლების ამბავია.

გასულ წელს დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკური პირი,რომლებიც შეიძლება ითქვას,რომ ქვეყნის ბედს განკარგავდნენ. ისინი ახლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან და საკუთარი კვების მენიუსაც ვერ განკარგავენ._მათი დრო წავიდა.

სამწუხაროდ ეს ამბავი მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების წარმოამდგენლების შესახებ არაა.ეს ძალაუფლების დაკარგვის ამბავია.

ბრძოლას იმ კავშირის აღმოსაჩენად,რომელიც პირველსა და მეორე ამბავს შორისაა საქართველოს ისტორია ჰქვია. ჩვენი სახელმწიფო კი ადამიანების უმრავლესობისთვის საცხოვრებლად სასურველი მას შემდეგ გახდება,როდესაც ამ კავშირს ადამიანების უმრავლესობა დაინახავს.ჯერ-ჯერობით კი დედამიწა ბრუნვას აგრძელებს და მზე ხან ერთს,ხან კი მეორეს გვანათებს.

შენი დროც მოვა!

შენი დროც წავა!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG