Accessibility links

Tbilisi Open air 2016-ზე დაუკრავენ "ეირი", "მორჩიბა", "ანკლი", დემიენ რაისი


14 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი, "ალტერვიჟენ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახო ბაბუნაშვილი. "ალტერვიჟენ ჯგუფი" უკვე მერვე წელია, თბილისში მუსიკალურ კონცერტებსა და ფესტივალებს უწევს ორგანიზებას. 13 მარტს ცნობილი გახდა, ვინ დაუკრავს Tbilisi Open air 2016-ის სტუმრებისთვის. 29,30 და 31 ივლისს მუსიკის მოყვარულებს საშუალება ექნებათ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოუსმინონ ისეთ ცნობილ ბენდებს და შემსრულებლებს, როგორიცაა "ეირი", "მორჩიბა", "ანკლი", დემიენ რაისი, სტივ ვეი, "ტრიკი" და სხვები. როგორ იზრდება ფესტივალი წლიდან წლამდე, რა ტიპის სირთულეებთან არის დაკავშირებული ამ მასშტაბის მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზება, რა მოთხოვნები აქვთ მსმენელებს ფესტივალის ორგანიზატორებთან - სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG