Accessibility links

logo-print

"დანართი" ლგბტ პოლიტიკის შესახებ


26 აპრილს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ელენე აბაშიძე, ინტერდისციპლინარული არარეგულარული გაზეთ "დანართის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. "დანართი" 2011 წელს ელენემ ანა ჩორგოლაშვილსა და ნატუკა ბაგრატიონთან ერთად დააარსა. გამოცემა მიზნად ისახავს განსხვავებული პროფესიის ადამიანებს საშუალება მისცეს მის ფურცლებზე განიხილონ სხვადასხვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. ის აერთიანებს თანამედროვე ხელოვანთა მიერ შექმნილ ვიზუალურ მასალებსა და მკვლევართა ტექსტებს. 2015 წლის მაისში იგეგმება "დანართის" ახალი ნომრის გამოშვება საქართველოში LGBT პოლიტიკის შესახებ. ნომერი ბიანკა შიგუროვას ხსოვნას მიეძღვნება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG