Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ნატროშვილი ფესტივალ "Fest I Nova 2016"-ის შესახებ


მარიამ ნატროშვილი ფესტივალ "Fest I Nova 2016"-ის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:12:42 0:00

22 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მარიამ ნატროშვილი. მარიამ ნატროშვილი დეთუ ჯინჭარაძესთან ერთად ფესტივალ "Fest I Nova 2016"-ის კურატორია. 2016 წელს ფესტივალის თემა მომავალი მეხსიერებაა. “Fest I Nova გარიყულა” ბოლგარცკიანთ სასახლეში და სოფელ ახალქალაქის საჯარო სივრცეებში გაიმართება. მონაწილეები სოფლის თავშეყრის ძველ და ახალ ადგილებს გააცოცხლებენ და სახელოვნებო სივრცეებად გარდაქმნას შეეცდებიან. ახალქალაქის ხელოვნების ქალაქად ტრანსფორმაციაში მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც მიიღებს. რამდენად მნიშვნელოვანია მომავლის გამოსაცნობად წარსულის გააზრება, როგორ შეუძლია ხელოვნებას რეგიონების გამოცოცხლება, რამდენად ადვილია ადგილობრივების ჩართვა სახელოვნებო პროცესებში და ვის შეუძლია ფესტივალში მონაწილეობა - სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი მარიამ ნატროშვილთან.

XS
SM
MD
LG