Accessibility links

logo-print

სტარტაპები ტექნოპარკიდან


24 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი კინწურაშვილი. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ რამდენიმე თვის წინ თბილისში ტექნოპარკი გახსნა, რომელიც ღიაა ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს იდეა და სურს ბიზნესის დაწყება. ტექნოპარკმა სტარტაპების პირველი ნაკადი უკვე მიიღო და დაასრულა მეორე ნაკადში მონაწილე გუნდების შერჩევა. რა ტიპის იდეები იყრის თავს ტექნოპარკში, რამდენად მდგრადია ბიზნესის თვალსაზრისით ეს ბიზნესიდეები, რა ძირითადი ტენდენციებია დომინანტური ქართულ ბაზარზე და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის წარმოების საწყის ეტაპზე - აი, ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG