Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახაბერ გვანცელაძე: გვაქვს პრეტენზია, რომ უკვე ვართ „გონიერი ქალაქი“


კახაბერ გვანცელაძე
კახაბერ გვანცელაძე

7-8 დეკემბერს თბილისში გაიმართა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ (LED) მე-9 საერთაშორისო ფორუმი. მასში მონაწილეობა მიიღო 800-მდე სტუმარმა, 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივმა მომხსენებელმა. ფორუმი, სახელწოდებით „თანამედროვე მიდგომები ქალაქის განვითარებისთვის“, აერთიანებდა 12 თემატურ სესიას.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ ფორუმს თბილისი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ ხნის განმავლობაში ის გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. გარდა ამისა, ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად. წლევანდელი ფორუმი, წინა წლებისგან განსხვავებით, ყველაზე მასშტაბური იყო. მისი უშუალო ორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური. ფორუმის მასშტაბებისა და მისი ჩატარების აუცილებლობის შესახებ სწორედ ამ სამსახურის უფროსი კახაბერ გვანცელაძე საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG