Accessibility links

logo-print

5 ივლისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ხელოვანი ნიკა ქუთათელაძე, რომელმაც 3 ივლისს გახსნა გამოფენა "კედელი, ბიაზი, პარკეტი". გამოფენა ნაწილია არტპროექტების სერიისა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის, "იარე ფეხით", ინიციატივით იმართება და ხელოვნების საშუალებით არსებულ სოციალურ პრობლემებსა და ქვეითთა უფლებებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ისახავს მიზნად.

ნიკა ქუთათელაძის ინსტალაცია "კედელი, ბიაზი, პარკეტი" ყაზბეგის გამზირის N22-ში მდებარე "ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსიტუტის" შენობის ნაწილებისაგან შედგება, რომელიც ახლა უკვე აღარ არსებობს და რომლის ადგილსაც მრავალსართულიანი კორპუსი დაიკავებს. ქუთათელაძე შენობის ნაწილებს როგორც საგამოფენო ობიექტებს, ისე წარმოგვიდგენს. მნახველის ფოკუსში ხვდება ყოველდღიურობის ნაწილი და თითქოს უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანების ცნობიერებაზე დიდ გავლენას ახდენდნენ, ახლა კი ურბანული სივრცის ტრანსფორმაციისას უბრალოდ ქრებიან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG