Accessibility links

logo-print

31 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი ირაკლი ჟვანია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სტუმრებისა და მცხოვრებლებისთვის "მახინჯი" ტური ჩაატარა.

ტური მოიცავდა ქალაქის გარკვეულ ნაწილს - ვერიდან დიდუბემდე - და გულისხმობდა ინტენსიურ მშენებლობათა უბნებში დაუგეგმავი, სპონტანური, ავთენტურ გარემოსთან შეუსაბამო ნაგებობების დათვალიერებას და მათი მავნე ზეგავლენის შესახებ ცნობიერების გაზრდას. ტურის განმავლობაში გაიმართა მსჯელობა ქალაქის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე (სამართლებრივი, ფინანსური, სოციალური, არქიტექტურული, ესთეტიკური, გარემოს დაცვითი და ა.შ.) და აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მმართველობის მიერ ქალაქის გარეგნობაზე დატოვებულ კვალსა და მათ განსხვავებებზე. რა მოთხოვნები უნდა წაუყენოს საზოგადოებამ დეველოპერებს და ქალაქის მმართველობას იმისათვის, რომ საცხოვრებლად უსაფრთხო და გარეგნულად ესთეტიკური შენობები მივიღოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარდა, ვისაუბროთ "მახინჯი" ნაგებობების შესახებაც და რა არის ამ სპონტანურ განაშენიანებაში ყველაზე საყურადღებო - უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ნაგები საცხოვრებელი სახლები, ქალაქის შეცვლილი იერსახე თუ გადაწყვეტილების მიმღები პირების გულგრილობა - აი, ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG