Accessibility links

logo-print

გიორგი ალიბეგაშვილი - ახალი საკრებულოს ახალი თავმჯდომარე


გიორგი ალიბეგაშვილი

გიორგი ალიბეგაშვილი

14 ივლისს თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. კოალიცია “ქარული ოცნების” წევრების მიერ წარდგენილ გიორგი ალიბეგაშვილს მხარი 37-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 8 იყო. პირველ სხდომაზე ასევე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ტყემალაძე გახდა.

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი სევდია უგრეხელიძე გაუძღვა, თუმცა, ვიდრე საკითხს კენჭისყრაზე დააყენებდა, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ გაიზიარებდნენ პასუხისმგებლობას და მხარს ვერ დაუჭერდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გიორგი ალიბეგაშვილს, რომელიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მესამე ნომერი იყო, საკრებულოს 37-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახალი მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ჯაბა სამუშიას თქმით, კოალიციამ გიორგი ალიბეგაშვილის კანდიდატურაზე ყურადღება შეაჩერა შემდეგი გარემოებების გამო:

„ბატონი გიორგი არის ძალიან კარგი ფილოლოგი, კარგი მეცნიერი. წლების მანძილზე უწევდა მოღვაწეობა როგორც მენეჯერს სხვადასხვა სტრუქტურებში. ასე რომ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ჰყავს ძალიან კარგი და ცნობილი მეცნიერი. ბუნებრივია, მისი წარსული არის ის საფუძველი, რის გამოც მასზე შეჩერდა ყურადღება და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.

ქალაქიდან ვიცნობ! უაღრესად დადებითი პიროვნებაა! ასეთი სუფთა, ხალასი, მამულისთვის მოფიქრალი, ასეთი ფილოსოფიურად მოაზროვნე, მაგრამ არა განყენებულად მოაზროვნე - ეს არის გია ალიბეგაშვილი!...

გიორგი ალიბეგაშვილი 1959 წელსაა დაბადებული. სხვადასხვა დროს იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის პრორექტორი, თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. გიორგი ალიბეგაშვილს კარგად იცნობენ თბილისელები. როდესაც საკრებულოს ახალი თავმჯდომარე სამუშაო ოთახის დასაკავებლად თავისუფლების მოედნიდან ლერმონტოვის ქუჩისკენ ქვეითად გადაადგილდებოდა, სამკერვალო ატელიედან გამოსულმა მამაკაცმა გააჩერა. გულითადი მოკითხვის შემდეგ, გიორგი ალიბეგაშვილმა სვლა განაგრძო, მამაკაცს კი, რომელიც მიხეილ ლოლაძედ გაგვეცნო, რადიო თავისუფლება გამოელაპარაკა.

გიორგი ალიბეგაშვილი და მიხეილ ლოლაძე

გიორგი ალიბეგაშვილი და მიხეილ ლოლაძე

„ქალაქიდან ვიცნობ! უაღრესად დადებითი პიროვნებაა! ასეთი სუფთა, ხალასი, მამულისთვის მოფიქრალი, ასეთი ფილოსოფიურად მოაზროვნე, მაგრამ არა განყენებულად მოაზროვნე - ეს არის გია ალიბეგაშვილი! მჯერა, რომ ქალაქს ისე მოუვლის, როგორც საკუთარ ოჯახს. ვუსურვებდი არ აჰყოლოდეს დავებს, ინტრიგებს და საქმე გაერჩიოს თავის საკრებულოში ისე, რომ ორივე მხარესთვის მოესმინოს და ობიექტური ვერდიქტი გამოეტანოს“, უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისის მკვიდრმა მიხეილ ლოლაძემ.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარე კი ამბობს, რომ აპირებს კონსტრუქციულ თანამშრომლობას როგორც მერიასა და მთავრობასთან, ასევე საკრებულოში წარმოდგენილ ოპოზიციურ ძალებთან, რათა დაძლეული იქნეს თბილისის თვითმმართველობის წინაშე არსებული გამოწვევები:

გამზადებული გვაქვს ეს პროექტები, რომლებიც ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სახურავის, შიდაწყალკანალიზაციის რეაბილიტაციისას მოსახლეობის წილობრივი მონაწილეობის მაჩვენებლის შემცირებას. ეს პროექტები დაკავშირებულია საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობასთან...

„გნებავთ სოციალური თემატიკა, გნებავთ დასაქმება, გნებავთ ეკოლოგიური პრობლემები - ყველაფერი ეს ქალაქის უკვე არჩეულმა მერმა თავის სამოქმედო პროგრამაში ჩამოაყალიბა. კიდევ ერთი საკითხი: მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია და საზოგადოების გაერთიანება, იმიტომ რომ ამის გარეშე ჩვენი ქალაქის წინსვლა, ბუნებრივია, ძალიან გართულდება. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები და სხვა სუბიექტები, რომლებიც შემოსულები არიან ქალაქ თბილისის საკრებულოში, მხარს დაგვიჭერენ ყველა სასიკეთო საქმეში“.

მხარდაჭერას ითხოვენ ოპოზიციური პარტიებიც. საკრებულოს წევრ თემურ გრიგალაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ითხოვს თანამდებობებს, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილისას, თუმცა გამოდის რამდენიმე ინიციატივით:

„გამზადებული გვაქვს ეს პროექტები, რომლებიც ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სახურავის, შიდაწყალკანალიზაციის რეაბილიტაციისას მოსახლეობის წილობრივი მონაწილეობის მაჩვენებლის შემცირებას. ეს პროექტები დაკავშირებულია საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობასთან და ამიტომ პროცენტი უნდა იყოს დაწეული. გარდა ამისა, გვაქვს საბავშვო ბაღების განვითარების კონცეფცია. ნიმუშად ავიღეთ გერმანია და ეს ეხება როგორც ბაღების მშენებლობას, ასევე მეთოდოლოგიას. და კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა შემოგვიერთდება ამ ნაწილში და ერთობლივად მივიღებთ მოსახლეობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“.

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა, კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა გიორგი ალიბეგაშვილის არჩევას, საკრებულოს ერთადერთი დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილია. საკრებულოს უმრავლესობა არ იზიარებს კოლეგის ინიციატივას, უარი თქვან პერსონალური ავტომობილების მომსახურებაზე, რითაც, ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხა დაიზოგება.

„მარტო საწვავის ხარჯი არის 432 ათასი ლარი. რამდენი საქმის გაკეთება შეიძლება ამ თანხად? თან განა რა საქმეს აკეთებდნენ, როცა ამ ავტომობილებით დადიოდნენ? აგარაკზე დადიოდნენ, ბაზარში დადიოდნენ, ბავშვები სკოლაში დაჰყავდათ და ა.შ. ამაში არ უნდა იხარჯებოდეს... მინდოდა რაც შეიძლება ადამიანურად შემეთავაზებინა... დავაზუსტებინე კიდევ, მაგრამ, როგორც ჩანს, უარს ვერ ამბობენ და ამიტომ მე წინააღმდეგ მივეცი ხმა და არ დავუჭირე მხარი“, უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

სულ, თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან, 37 „ქართული ოცნების“ წევრია, 7 „ნაციონალური მოძრაობის“, 3 ბურჯანაძის საარჩევნო ბლოკის, 2 „პატრიოტთა ალიანსისა“ და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

XS
SM
MD
LG