Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის წიგნის დღეები - 2015


თბილისის წიგნის დღეები - 2015
please wait

No media source currently available

0:00 0:02:31 0:00

26-29 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ „თბილისის წიგნის დღეები“ იმართება. ფესტივალი ორი კომპონენტისგან შედგება: წიგნის ხელოვნების ფესტივალი და წიგნის ბაზრობა. ფესტივალი ხორციელდება წიგნის ხელოვნების ცენტრის, გოეთეს ინსტიტუტისა და „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით. მასზე წარმოდგენილია 17 გამოფენა, რომელთაგან 3 მოიცავს ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენას, 14 ექსპოზიცია კი წარმოადგენს საერთაშორისო შემოქმედებითი გაერთიანებებისა და ცნობილ მხატვარ-ილუსტრატორთა ნამუშევრების გამოფენას. დაგეგმილია 15-მდე საბავშვო ღონისძიება. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ხატვისა და ხელოვნების გასართობ გაკვეთილებს, ასევე ლექცია-ვორკშოპების სერიას, უცხოელი ილუსტრატორებისა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. „თბილისის წიგნის დღეებში“ მონაწილეობას იღებენ ქართული და საერთაშორისო გამომცემლობები, რომლებიც მკითხველებს ფასდაკლებასა და სხვადასხვა აქციას სთავაზობენ.

XS
SM
MD
LG