Accessibility links

პოლიციამ თბილისში დააკავა ლგბტ საზოგადოების ათი მხარდამჭერი


პოლიციამ თბილისში დააკავა 10 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯება. დაკავებულები არიან ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერები, რომლებმაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ცისარტყელის ფერებად შეღებეს რამდენიმე, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს შენობის, კედელი. სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს, რომ 10 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული შენობის იერსახის დამახინჯებას. რამდენიმე დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც. ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა და მათი უფლებების დამცველებმა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში მსვლელობის გამართვაზე უარი თქვეს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის მიზეზით. ჰომოფობიისადმი პროტესტის ნიშნად, აქტივისტებმა ცისარტყელის ფერებად შეღებილი სკამი დატოვეს თბილისის სასტუმრო „რადისონთან,“ სადაც მიმდინარეობს მსოფლიოს მე-10 საოჯახო კონგრესი. აქტივისტებს სურდათ, სკამი გადაეცათ კონგრესის თავმჯდომარისთვის, ლევან ვასაძისთვის, თუმცა, სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG