Accessibility links

logo-print

თენგიზ ფხალაძე: ნატო მხოლოდ საქართველოს არმიის წვრთნებით აღარ შემოიფარგლება


თენგიზ ფხალაძე

თენგიზ ფხალაძე

ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლება დიდ წინსვლად აფასებს. თუმცა ოპონენტები საგანგაშოდ მიიჩნევენ ალიანსის დეკლარაციის 31-ე მუხლს, რომელშიც ლაპარაკია გაჭიანურებულ კონფლიქტებზე, როგორც ევროატლანტიკური თანამეგობრობის შესაძლებლობების ძირგამომთხრელ ფაქტორზე. მართალია, უელსში საქართველომ ნატოსაგან მიიღო საგანგებო პაკეტი და მოხვდა დაწინაურებული ქვეყნების ხუთეულში. მაგრამ ასეთ ჯგუფში მოხვედრა არის წინსვლაც და არის გამოწვევაც, რადგან ამ ხუთეულიდან მხოლოდ საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება. გარდა ამისა, ალიანსს კვლავაც არ მიაჩნია დამაკმაყოფილებლად საქართველოში კანონის უზენაესობის დონე და დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, რის აღქმასაც ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მიმდინარე დაპირისპირება. ნატოს უელსის სამიტის შედეგებს შეაჯამებს და ოპონენტებისა და სკეპტიკოსების ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში, თენგიზ ფხალაძე, რომელიც საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად მუშაობდა იმ წინადადებებზე, რომლებმაც ასახვა ჰპოვა ნატოს ქვეყნების დეკლარაციაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG