Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეონა დოლენჯაშვილი წიგნის ფესტივალსა და ქართულ ლიტერატურაზე


23-26 მაისს თბილისში, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, უკვე ტრადიციად ქცეული წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ამ დღეს საქართველოში უკვე მეთხუთმეტედ აღნიშნავენ. დაახლოებით 80-მდე გამომცემლობა წიგნის მოყვარულებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. შეხვედრები მწერლებთან, ახალი წიგნებისა და ლიტერატურული საიტების პრეზენტაციები, 15 საუკეთესო მოთხრობის დაჯილდოების ცერემონია და მრავალი სხვა - წიგნის ფესტივალის პროგრამა წელსაც დატვირთულია. პარალელურად, საქართველოს, ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში, რამდენიმე უცხოელი გამომცემელიც სტუმრობს, რომლებიც ქართული ლიტერატურის თარგმნითა და გამოცემით არიან დაინტერესებულნი. რამდენად საინტერესო და დატვირთული იქნება წლევანდელი წიგნის ფესტივალი და რა სიახლეებს უნდა ველოდეთ ამ სამი დღის განმავლობაში? - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება კულტურის მინისტრის მრჩეველს ლიტერატურის საკითხებში, მწერალ თეონა დოლენჯაშვილს გაესაუბრა.

გადმოწერა
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG