Accessibility links

logo-print

ობამას მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ ავღანეთში შვიდი კაცი მოკლეს


თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ

თვითმკვლელის მიერ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ

ავღანეთში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაიჭრა რამდენიმე თავდასხმის, მათ შორის, თვითმკვლელის მიერ ავტომანქანის აფეთქების შედეგად. მეამბოხეთა იერიშები რამდენიმე საათში მოჰყვა ავღანეთიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამგზავრებას.

აფეთქებაზე, რომელიც ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე ბურკაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა მოაწყვეს, პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ორგანიზაციის განცხადებით, თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვიზიტის პასუხად დაიგეგმა. ყველაზე დაცულად მიჩნეულ „მწვანე სოფელში“, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები საცხოვრებლად იყენებენ, თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული ავტომანქანა ალაყაფის კარებს შეაჯახა. აფეთქების შედეგად ორი მცველი და ხუთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 17 დაჭრილს შორის უმეტესობა სტუდენტები არიან. ავღანეთის სამხედროების ინფორმაციით, მათ ორი მოიერიშე მოკლეს, ერთმა კი თავი აიფეთქა. თავად თავდასხმის დაწყება კი ასე აღწერა ქაბულის პოლიციის უფროსმა, გენერალმა აიუბ სალანგიმ:
ჩვენ გავანადგურეთ თალიბანის მამოძრავებელი ძალა. ჩვენ შევქმენით ავღანეთის უსაფრთხოების მძლავრი ძალები, ძალა გამოვაცალეთ ალ ყაიდის ხელმძღვანელობას...

“დილას, ექვსის 15 წუთზე, ერთმა თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა სამხედრო ბანაკის სასტუმროს შესასვლელთან და ექვსი კაცი მოკლა: ოთხი სამოქალაქო პირი ფირმა „ტოიოტა კოროლადან“, ერთი - ბანაკის დაცვის წევრი და ერთიც - სტუდენტი.“

ოთხშაბათს მომხდარი თავდასხმა განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც თალიბანმა „საგაზაფხულო იერიშების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. თალიბანის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის ძირითადი სამიზნეა „უცხოელი ინტერვენტები, მათი მრჩევლები, კონტრაქტორები და ყველა, ვინც კი მათ რაიმე სახის სამხედრო ანდა სადაზვერვო დახმარებას უწევს.“

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ქაბულის ბაგრამის ბაზაზე ყოფნის დროს თალიბანისა და ალ ყაიდის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე სამშაბათს ბარაკ ობამამაც გაამახვილა ყურადღება:
ეს არის ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი საგულისხმო ოპერაცია, რომლის საშუალებითაც მეამბოხეთა კიდევ ერთი საზარელი თავდასხმა ჩაიფუშა...

„ჩვენ გავანადგურეთ თალიბანის მამოძრავებელი ძალა. ჩვენ შევქმენით ავღანეთის უსაფრთხოების მძლავრი ძალები, ძალა გამოვაცალეთ ალ ყაიდის ხელმძღვანელობას, რომლის 30 ლიდერიდან 20 გავანადგურეთ. და ერთი წლის წინ ავღანეთის სწორედ ამ ბაზიდან ჩვენმა სამხედროებმა წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც ოსამა ბინ ლადენი მოკლული იქნა. ახლა ძალიან ახლოს ვართ იმ მიზნამდე, რომელიც მე დავისახე - დაგვემარცხებინა ალ ყაიდა და არ მიგვეცა მისთვის აღორძინების საშუალება.“

აშშ-სა და ავღანეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც 2024 წლამდე დაიდო, შეიცავს ზომებს, რაც ავღანეთის აღორძინებასა და მეამბოხეთა შესუსტებას ისახავს მიზნად. ბარაკ ობამამ დოკუმენტს „ახალი პერიოდის“ დასაწყისი უწოდა.

2 მაისს მომხდარი თავდასხმა ნატოს სარდლობით მოქმედმა საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობამ გამოიყენა იმისათვის, რომ ხაზი გაესვა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების როლისათვის. „ეს არის ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი საგულისხმო ოპერაცია, რომლის საშუალებითაც მეამბოხეთა კიდევ ერთი საზარელი თავდასხმა ჩაიფუშა“, - ნათქვამია ალიანსის სამხედრო სარდლობის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG