Accessibility links

logo-print

თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე საქართველოში


გია ჯვარშეიშვილი, ამირან ღონღაძე

გია ჯვარშეიშვილი, ამირან ღონღაძე

15 ოქტომბერს მსოფლიო თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თეთრი ხელჯოხი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანის სიმბოლოა და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების შეუცვლელ ატრიბუტად მიიჩნევა. საქართველოში ამ დღის აღნიშვნა მხოლოდ 2011 წლიდან დაიწყეს. ეს არის ათეულ ათასობით უსინათლო და მცირემხედველი ადამიანის გახსენების, მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე აქცენტირების დღე. რატომ ვერ ვხედავთ თეთრხელჯოხიანებს საქართველოს ქუჩებში და ახსოვს თუ არა უსინათლოები საქართველოს ხელისუფლებას? უსინათლოთა პრობლემებსა და თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან ეხმაურებიან გია ჯვარშეიშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ვიმეგობროთ“, და საქართველოს უსინათლოთა კავშირის საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალ „სინათლის“ მთავარი რედაქტორი ამირან ღონღაძე.

XS
SM
MD
LG