Accessibility links

თეთრმა სახლმა რუსეთი დაადანაშაულა სირიაში ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში


თეთრმა სახლმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი ამ კვირაში სირიაში ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე თავდასხმაში. ეს თავდასხმა მკაცრად დაიგმო, მის გამო სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაშლის პირას მივიდა. სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩევლის მოადგილის, ბენ როდესის თქმით, შესაძლებელია მხოლოდ ორი მხრიდან თავდასხმა, ეს ან სირიის რეჟიმმა მოაწყო, ან რუსეთმა. ყოველ შემთხვევაში, როდესის თქმით, ამ არეალში საჰაერო თავდასხმისთვის პასუხიმგებელი რუსეთია. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა მკაცრად დაგმო ავტოკოლონის წინააღმდეგ მიმართული საჰაერო იერიში და „ლაჩრები“ უწოდა მასზე პასუხისმგებელ პირებს. ბან კი-მუნმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა ალეპოს მახლობლად 19 სექტემბერს მოწყობილ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 20 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი. ბან კი-მუნის ვარაუდით, ჰუმანიტარული დახმარების ავტოლოკონაზე თავდასხმა განზრახ მოეწყო. 20 სექტემბერს, ანუ ავტოკოლონაზე თავდასხმის მომდევნო დღეს, გაერომ შეაჩერა ჰუმანიტარული ოპერაციები სირიაში. ორგანიზაცია "სირიის არაბულმა წითელმა ნახევარმთვარემაც" გამოაცხადა, რომ სამი დღით წყვეტს მუშაობას ალეპოს პროვინციაში 19 სექტემბრის თავდასხმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. რუსეთმა უარყო ბრალდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ალ ნუსრის ფრონტი" და სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი, „თეთრი ჩაფხუტები“ დაადანაშაულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG