Accessibility links

ტეხასში პოლიციამ ორი თავდამსხმელი გაანეიტრალა


თავდასხმა ტეხასში

თავდასხმა ტეხასში

აშშ-ის სამხრეთის შტატ ტეხასში, პოლიციამ ორი მამაკაცი მოკლა. როგორც ითქვა, კვირა დღის ბოლოს, თავდამსხმელებმა იმ სკოლის უსაფრთხოების ოფიცერს აუტეხეს სროლა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედის ამსახველი კარიკატურ3ბის კონკურსი ტარდებოდა. თავდასხმელები ლიკვიდირებული არიან.

დალასთან ახლოს მდებარე ქალაქ გარლანდის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ოფიცრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ხელისუფლება მსროლელების ავტომობილში შესაძლო ბომბს ეძებს. ხელისუფლებას ორი მამაკაცის ვინაობა არ დაუდგენია. ოფიცერს საავადმყოფოში დახმარება გაუწიეს და გაწერეს.

გარლანდის პოლიციის განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ თავდასხმის მოტივები უცნობია და პოლიცია ორი შეიარაებული პირის ბინების ჩხრეკას აგრძელებს.

კონკურსის სპონსორია „ამერიკული თავისუფლების დაცვის ინიციატივა“ და ის გამარჯვებულს 10,000 დოლარს ჰპირდება.

ამ ჯგუფის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 350 კარიკატურა იქნა წარდგენილი: "ღონისძიება სიტყვის თავისუფლებას იცავს. ისლამისტური ძალადობრივი მუქარა კი ამერიკელებს ვერ შეაშინებს.“

XS
SM
MD
LG