დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, ბრძანებას, რომლის თანახმად, მინისტრის პირველი მოადგილის, ლელა ჩიქოვანისათვის თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინიჭებული პოლკოვნიკის სპეციალური წოდება ჯერ თავდაცვის პოლკოვნიკის სპეციალურ წოდებას გაუთანაბრდა, შემდეგ კი ლევან იზორიამ გადაწყვიტა თხოვნით მიემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის, რათა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის სამოქალაქო მოადგილეს მინიჭებოდა თავდაცვის გენერალ-მაიორის წოდებაც. სამხედრო უწყების განმარტებით, ასეთი მიმართვის იურიდიულ საფუძვლად ჩაითვალა ის, რომ „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განსაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი“. და ვიდრე პრეზიდენტი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრის ამ წინადადებაზე ფიქრობს, ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს თინა ხიდაშელი, საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.
დაწერეთ კომენტარი