Accessibility links

თინა ხიდაშელი: გაცილებით მნიშვნელოვანია, შედეგებით დარჩე ისტორიაში


თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო არ აპირებს ავღანეთში სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობის შემცირებას და მზად არის, ბოლომდე იდგეს კოალიციური პარტნიორების გვერდით „სხვადასხვა ფორმით ყველგან, ყველა ცხელ წერტილში, სადაც კი მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეს დასჭირდება“. მისი სიტყვებით, ძნელი სათქმელია, არის თუ არა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პირობა, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას. ამასთან, იგი შეეხო კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ერთობლივი ცენტრის ამოქმედების გეგმას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლებას ბრიუსელში უკვე დიდი ხანია გაგზავნილი აქვს შეთავაზება, როგორც ცენტრის როტაციის, ისე ფინანსური ვალდებულებების თაობაზე. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებას დეოკუპაციის მიზნით, – საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს კანონიერი უფლება დაიწყოს ჯარის გადაადგილება ახალგორის მიმართულებით, თუმცა ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG