Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თხილის წარმოების განვითარების ახალი პროგრამა


საქართველოს ხელისუფლებამ 2015 წლის 10 ივნისიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამა - „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით“.

პროგრამის მიზანი სამინისტროს ასე აქვს განმარტებული: თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნა; თხილის თვითღირებულების შემცირება და თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდა; სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თუმცა თავად პროგრამა თავისი მასშტაბით შედარებით მოკრძალებულია და ძირითადად საქართველოს ერთ რეგიონში ერთი საწარმოო ინფრასტრუქტურის ბაზაზე მინიმუმ 500-კაციანი კოოპერატივის წარმატებული გამოცდილების დანერგვას ითვალისწინებს.

პროგრამა ძირითადად ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ მცირე ფერმერებზეა ორიენტირებული. პროგრამაშიმონაწილეობის მსურველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

კოოპერატივის როგორც იურიდიული, ასევე ფაქტობრივი საქმიანობის მისამართი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; კოოპერატივის მეპაიე ფიზიკურ პირთა რაოდენობა არ უნდა იყოს500-ზე ნაკლები; განმცხადებელ კოოპერატივს არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება და ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება; განაცხადის შეტანის მომენტიდან მინიმუმ 10-წლიანი საიჯარო ვადით სარგებლობაში უნდა ჰქონდეთ რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელზეც გაშენებულია თხილის ბაღები და რომელთა ჯამური ფართობი შეადგენს მინიმუმ 500 ჰექტარს; კოოპერატივის წესდება უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ 10 წევრისაგან შემდგარი საბჭოს არსებობას; განმცხადებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა 31%-ს უნდა შეადგენდნენ ქალები, ახალგაზრდები ან/და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები.

პროგრამის საწარმოო ინფრასტრუქტურა მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მოიცავს შენობა-ნაგებობებს, რომელშიც ნაჭუჭიანი თხილის საშრობი მანქანა-დანადგარების და სასაწყობო ფართი მოეწყობა,რაც იძლევა ყოველდღიურად24 ტონამდე ნაჭუჭიანი თხილის შესანახად მომზადების (გამოშრობის) საშუალებას, ერთდროულად 500 ტონამდე თხილის შენახვის (დასაწყობების) საშუალებას. მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია წარმოებაში 2018-2019 წლებამდე დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები.
საერთაშორისო სტანდარტებისდანერგვის შესრულების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უსასყიდლოდ გადაეცემა შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურება. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საწარმოო ინფრასტრუქტურა სარგებლობაში გადაეცემა 5-წლიანი იჯარის ხელშეკრულებით.

პროგრამის განხორციელების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პროგრამის ძირითადი განმახორციელებელიასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო.

თხილის რეალიზაციის ბოლოდროინდელმა მასშტაბებმა და იმ ფაქტმა, რომ 2013-2014 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსპორტში თხილის ექსპორტიპრაქტიკულად პირველ ადგილზეა, აშკარად შექმნა წინაპირობა იმისათვის, რომ სახელმწიფომ ამ დარგს მეტი ყურადღება მიაქციოს.

2014 წელს საქართველოდან 183 მილიონი აშშ დოლარის (167,7მილიონი ევრო) თხილი გავიდა ექსპორტზე, რითაც უკან მოიტოვა ისეთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი, როგორიც არის ღვინო. 2015 წლის პირველ 5 თვეში თხილის წილი მთლიან ექსპორტში 8 %-მდე გაიზარდა, მაშინ როცა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 2.4%-ს შეადგენდა.

რაც მთავარია, თხილის პროდუქციის ექსპორტი ძირთადად საქართველოსთვის შედარებით ნაკლებად არასტაბილურ ბაზრებზე - თურქეთსა და ევროპაში - ხორციელდება და არ არის დამოკიდებული რუსეთის კეთილგანწყობაზე, რომლის ცვალებადობაც ბოლო დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG