Accessibility links

თომა ჩაგელიშვილის ფილმი ხურვალეთელებზე, რომლებსაც საზღვარი არ გადაუკვეთიათ​


თომა ჩაგელიშვილი

თომა ჩაგელიშვილი

კინოდოკუმენტალისტ თომა ჩაგელიშვილის ფილმები, უმეტესწილად, საქართველოს ბოლო რამდენიმე ათწლეულის ისტორიას ასახავს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდებს.

მრავლისმეტყველი სათაურებია "9 აპრილის საიდუმლო", "სოხუმის უკანასკნელი დღე", "გამსახურდიას უკანასკნელი მეომრები", "აგვისტოს ომი"... და აი, ახლა, მისი ბოლო ფილმიც, რომელზე სასაუბროდაც დოკუმენტალისტი "მეათე სტუდიაში" მოვიწვიეთ, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შექმნილ ვითარებას ეხება. 11 მარტს - თბილისის დროით, 20 საათზე - გაიმართა თომა ჩაგელიშვილის ახალი ფილმის ჩვენება პრაღაში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე "ერთი მსოფლიო". ეს იყო მსოფლიო პრემიერა ფილმისა "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე". პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე თომა ჩაგელიშვილი რადიო თავისუფლების პრაღის რედაქციაში გვესტუმრა. მასთან საუბარი დავიწყე თხოვნით, მოეთხრო თავის ახალ ნამუშევარზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG