Accessibility links

ევროკავშირის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა ბოლოდროინდელი მოვლენები შეაჯამა და მათ შორის ყველაზე აქტუალურ საკითხად 17 მაისს განვითარებული პროცესები მიიჩნია. მისი თქმით, ამ ფაქტმა საქართველოს იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში მნიშვნელოვნად დააზიანა.

ჰამარბერგის განცხადებით, 17 მაისს, სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერი აქციის დარბევისას, დემონსტრაციის წევრებმა დაარღვიეს მეორე დემონსტრაციის წევრების უფლებები, შეზღუდეს მათი გამოხატვის თავისუფლება. ჰამარბერგი ამბობს, რომ მიუხედავად მომხდარისა, ეცდება საერთაშორისო საზოგადოებას ის დადებითიც დაანახვოს, რაც ამ ყველაფერს ახლდა.

„სიტუაცია გართულდა, რადგან ძალადობა მოხდა იმათი მხრიდან, ვინც დემონსტრაცია თავდაპირველად გამართა. არავინ დარჩა გამარჯვებული, ყველამ წააგო. მე გამიძნელდება ავუხსნა გარესამყაროს, როგორ შეიძლება მომხდარიყო ამგვარი მოვლენა ამ დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ მე ზოგიერთ პოზიტიურ ფაქტორსაც მივუთითებ, რადგან პოზიტიური ფაქტებიც იყო“, - ამბობს თომას ჰამარბერგი.

როდესაც ამდენი ადამიანია, იქ მერე ძნელია ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა - ვიღაცას მტრად შეხედა, ან შეაგინა, ან ხელიც მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ შორის...
ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში პოზიტიურად აფასებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. მისი თქმით, ივანიშვილის პოზიცია დროული და ძლიერი იყო. ჰამარბერგმა ასევე პოზიტიურად შეაფასა მეუფე იაკობის გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ სასულიერო პირები მზად არიან თავიანთ წილ დანაშაულზე პასუხი აგონ. ამის თაობაზე ეპისკოპოსმა 19 მაისს განაცხადა:

„როდესაც ამდენი ადამიანია, იქ მერე ძნელია ქრისტიანობასა და მორალზე საუბარი. ბევრმა ადამიანურ ბუნებას ვერ გადააბიჯა - ვიღაცას მტრად შეხედა, ან შეაგინა, ან ხელიც მოუქნია. როგორც მითხრეს, სასულიერო პირებიც იყვნენ მათ შორის და მე ვთხოვდი ამ სასულიერო პირებს (თვითონ ყველაზე კარგად ეხსომებათ), თუ რამე გადაცდომა მოუვიდათ, ნერვებმა უმტყუნათ... მე ვერც გავამართლებ და ვერც გავამტყუნებ. იქ რაც ხდებოდა, ძალიან რთული რამ იყო. ეკლესიაც მივიღებთ ზომებს, ჩვენი კანონებით რაც ეკუთვნით, და მე ვფიქრობ, რომ არც საერო სამართლის წინაშე გაუჭირდებათ წარდგომა, რადგან ისეთიც არ გაუკეთებიათ, როგორც ხმაურობენ და როგორც ლაპარაკობენ“.

მოქალაქეთა ჯგუფმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. მიმართვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ამ დროისთვის ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ხელმომწერები 17 მაისს მომხდარ ინციდენტს გმობენ და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი.

პირდაპირი ასოციაცია მქონდა ირანთან, იმასთან, რაც წაკითხული მაქვს და კადრები მაქვს ნანახი ირანის რევოლუციის შესახებ. ზუსტად ეს ასოციაცია მქონდა და კიდევ უსუსურობის და შიშის განცდა, რომ შეიძლება გადამიარონ თავზე და ვერ გამოვაღწიო აქედან...
19 მაისს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიციელებს პოლიციის დღე მიულოცა, ბოლოდროინდელ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიციამ მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.

„როდესაც ნახეთ, რომ სიტყვის თავისუფლების ნაცვლად პირველ ადგილას გადავიდა უსაფრთხოების დაცვა და როდესაც, საუბედუროდ, არ მოხერხდა აჟიტირებული უმრავლესობის შეკავება, თქვენ სწორედაც თქვენი უსაფრთხოების ფასად თქვენს თავზე აიღეთ ყველა სიმძიმე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ ის, რაც 17 მაისს მოხდა, ძალიან ჰგავდა ირანის რევოლუციას:

„პირდაპირი ასოციაცია მქონდა ირანთან, იმასთან, რაც წაკითხული მაქვს და კადრები მაქვს ნანახი ირანის რევოლუციის შესახებ. ზუსტად ეს ასოციაცია მქონდა და კიდევ უსუსურობის და შიშის განცდა, რომ შეიძლება გადამიარონ თავზე და ვერ გამოვაღწიო აქედან. პირველ რიგში, ყველა უნდა იყოს დასჯილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჩანს,რომ ეს ასე მოხდება. მე მგონი, დამარცხდა სახელმწიფოც და საზოგადოებაც ეკლესიასთან მიმართებაში, რადგან ერთი ადამიანიც არ არის დაკავებული. არადა, ძალიან ადვილია მათი იდენტიფიცირება. პოლიციაც შეაქეს. ის ინდივიდუალური პოლიციელები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იქცეოდნენ, მაგრამ ძალიან მარტივი იქნებოდა ამ ყველაფრის აღკვეთა, იქ ბარიკადები რომ გაეკეთებინათ ან რამე სხვა ზომები მიეღოთ“.

ჰამარბერგი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავპირველად გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს ეკისრებათ. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შეხვდება საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, რათა ამ საკითხებზე დეტალურად დაელაპარაკოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG