Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილი, სადაც თოვლის ბაბუა არ დადის...

ყოფილ რკინიგზის საავადმყოფოში სოციალურად დაუცველი 50-ზე მეტი ოჯახი ორ თვეზე მეტია ცხოვრობს. ოქტომბრის ბოლოს რკინიგზის საავადმყოფოს დერეფანი მათ იმ მიზეზით დაიკავეს, რომ ბინის ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს და ქუჩაში აღმოჩნდნენ. არაერთი საპროტესტო აქციის, შიმშილობისა და პირის ამოკერვის შემდეგ, თბილისის მერიისგან ყოფილ საავადმყოფოს შენობაში დროებით ცხოვრების ნებართვა მოიპოვეს. დეკემბრის ბოლოს რადიო თავისუფლების თანამშრომლის, ნინო თარხნიშვილის ინიციატივით მოეწყო აქცია "გახდი სანტა მისთვის, ვისაც სანტა არ ჰყავს", რომელსაც ასეულობით ადამიანი გამოეხმაურა, შეგროვდა დიდი რაოდენობით საჩუქრები. რკინიგზის საავადმყოფოში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების დარიგებაში ათობით მოხალისე "სანტამ" მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG