Accessibility links

logo-print

სინძო აბე: "დონალდ ტრამპი საიმედო პარტნიორია“


იაპონიის პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ

იაპონიის პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს თქმით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „საიმედო პარტნიორია“. ამის შესახებ მან დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მასთან შესაძლებელია იმ ურთიერთობების აწყობა, რომელიც ნდობაზე იქნება დამყარებული“.

სინძო აბეს თქმით, ნიუ-იორკში, „ტრამპ ტაუერში“ გამართულმა შეხვედრამ „თბილ გარემოში “ ჩაიარა. რამდენიმე ხნით ადრე, ტრამპი აღნიშნავდა, რომ ის მოხიბლულია იაპონიის პრემიერ-მინისტრით, თუმცა ამასთანავე, რესპუბლიკელი ტრამპი ბრალს სდებდა ტოკიოსა და სეულს, რომ ისინი არასაკმარისად აფინანსებენ თავიანთ ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტს, რომელთა რაოდენობა მთლიანობაში 80 ათასს აღწევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG