Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა ლიდერების პოზიცია გაიმყარეს


აშშ-ში მილიარდერმა დონალდ ტრამპა მოიპოვა გამარჯვება ხუთივე შტატში, სადაც 26 აპრილს რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები ჩატარდა. ხოლო პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინირების მსურველებს შორის ჰილარი კლინტონმა მიიმხრო ამომრჩევლები ხუთიდან ოთხ შტატში. როგორც ნიუ-იორკში, სადაც ტრამპმა და კლინტონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ამ ორს, ზოგადად, ძლიერი პოზიციები აქვთ ამერიკის ურბანიზებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ტრამპის გამარჯვებამ გაამყარა მისი, როგორც ლიდერის პოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში. ივლისში გაიმართება რესპუბლიკური პარტიის ყრილობა პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად. ტრამპს, რომელსაც რესპუბლიკელებში ბევრი გავლენიანი მოწინააღმდეგე ჰყავს, 1237 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება. ახლა მას 950 ემხრობა. ხოლო დემოკრატების შემთხვევაში, ნომინაციისათვის საჭიროა 2383 დელეგატის მიმხრობა. კლინტონს უკვე განაღდებული აქვს 2141 დელეგატის მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG