Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა მესამე შიდაპარტიულ არჩევნებში


დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

შეერთებულ შტატებში ისევ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში, რომლებიც ამჯერად, სამშაბათს, ნევადის შტატში გაიმართა. არჩევნების შედეგებით, მილიარდერმა ბიზნესმენმა მოიპოვა ხმების 45,9%, რითაც 20%-ზე მეტით გაუსწრო უახლოეს კონკურენტებს, მარკო რუბიოსა და თედ კრუზს. შეერთებული შტატების ოთხი შტატიდან, სადაც უკვე გაიმართა რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები, ტრამპმა უკვე მესამეში გაიმარჯვა და ამით დაამტკიცა, რომ მხარდაჭერით სარგებლობს რესპუბლიკელების ელექტორატის სხვადასხვა სეგმენტში. შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები წელს, 8 ნოემბერს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG