Accessibility links

ზურაბ ჭავჭავაძე და „ღირსების სასამართლო“


”ვინ არის სუკის აგენტი?” - ეს კითხვა მნიშვნელოვანი იყო ეროვნული მოძრაობისთვის 1989 წელს, როცა ამ მოძრაობის ლიდერებმა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას ე.წ. ”ღირსების სასამართლო” მოუწყვეს. ეს შეკრება ვიდეოკამერით გადაიღეს კიდეც, თუმცა უმრავლესობა არ ელოდა, რომ ჩანაწერი უშიშროების ხელში აღმოჩნდებოდა. უფრო მეტიც, ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციის მიზნით, ”ღირსების სასამართლოს” ფრაგმენტებს ტელევიზიით აჩვენებდნენ. ”წითელი ზონის” მორიგი გადაცემის სტუმარი თამარ ჩხეიძე გვიამბობს ამ ჩანაწერის ისტორიაზე და ”სასამართლოს” ერთ-ერთ გმირზე, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აქტივისტ, ზურაბ ჭავჭავაძეზე.

XS
SM
MD
LG