Accessibility links

logo-print

გასულ წელს, პარიზში, მაიოლის მუზეუმში დავით კაკაბაძის ნამუშევრების დიდი გამოფენა გაიხსნა. დიდი ქართველი მხატვარი დაუბრუნდა საფრანგეთს, სადაც 20-იან წლებში თავისი საუკეთესო ტილოები შექმნა, დაუახლოვდა ფრანგ ავანგარდისტებს და კუბისტების, ფუტურისტების, დადაისტების ხელოვნება ახალი ენით გაამდიდრა. ფრანგი ხელოვნებათმცოდნეები დღეს ვერ მალავენ კაკაბაძის ამ ნამუშევრებით აღფრთოვანებას. სწორედ ფრანგი მეცნიერები საუბრობენ ქართველ მხატვარზე “წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში, რომელიც პარიზში, მაიოლის მუზეუმშია გადაღებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG