Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

65-მდე მოწამლული კახეთში


რამდენიმესაათიანი ინტერვალით, 65-მდე ადამიანი მოათავსეს ყვარლისა და თელავის საავადმყოფოებში. მათგან 30-მდე უკვე გაწერეს საკუთარ სახლებში. თითქმის ყველა პაციენტი ამბობს, რომ თავბრუსხვევა და გულისრევის სიმპტომები ჰქონდა. პაციენტების უმეტესობა ყვარელსა და რაიონის სოფლებში - ჭიკაანში, სარუსოსა და გავაზში - ცხოვრობს. მოწამლულები ძირითადად 2-დან 8 წლამდე მოზარდები არიან. ერთ-ერთი მოწამლულის მშობელი, მარიანა აბულაშვილი, ამბობს, რომ ყვარელში წყლის სინჯები უკვე აიღეს და ლაბორატორიაში გადაგზავნეს. ახლა პასუხებს ელოდებიან.

სამი ბავშვი გადის მკურნალობას თელავის საავადმყოფოშიც. როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი ან საზამთროგახდა. მედიკოსების თქმით, ამ შემთხვევაშიც პაციენტებს თავბრუსხვევა და გულისრევის სიმპტომები აქვთ. დაზარალებულთა ნაწილი ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს, ნაწილი კი - თავად ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით. თელავის საავადმყოფოში მკურნალობენ დიანა ყორღანაშვილის მცირეწლოვანი შვილებიც.

დასახლებულ პუნქტებში, საიდანაც პაციენტები გადაიყვანეს, წყლის მიწოდება შეწყდა. აღებულია სინჯები და პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. თელავის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის ზაზა კოპლატაძის განცხადებით, დაზარალებულებს მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის საკვები და სასმელი, ამიტომ მოწამვლის მიზეზის დასახელება ჯერ შეუძლებელია.

ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე. მანყვარელს პრობლემურ უბნებში წყლის მიწოდების აღდგენის რეკომენდაცია მისცა, ოღონდ წყალმა, მის გამოყენებამდე, 10 წუთის გამავლობაში უნდა იდინოს.

რამ გამოიწვია ყვარელში მასობრივი მოწამვლა? - ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG