Accessibility links

logo-print
თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის მოხელეებისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ლაპარაკია რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონების გაფლანგვისათვის ბრალდებულ მერიის ოთხ თანამშრომელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ მათი თანაპარტიელების დაპატიმრება ერთადერთ მიზანს - მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურებას - ემსახურება. მერიის თანამშრომელთა დაკავების ფონზე, საგულისხმო ფაქტია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განცხადება პარტიიდან გასვლის თაობაზე.

კოკი იონათამიშვილმა "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლის გადაწყვეტილება საზოგადოებას ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან შეატყობინა:

"უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულმა პროცესებმა დამარწმუნა, რომ პარტია ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს. მიუხედავად ჩემი მოლოდინისა, არ მოხდა მისი ტრანსფორმირება-განახლება და, საბოლოო ჯამში, იგი აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს".

კოკი იონათამიშვილის თქმით, პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დაშვებულმა სავალალო შეცდომებმა აბსოლუტურად შეუძლებელი გახადა ზოგადი თუ კონკრეტული ამოცანების მიღწევისათვის პარტიული პლატფორმის გამოყენება:
კოკი იონათამიშვილი

კოკი იონათამიშვილი


"არანაირ თავშესაფარს არ ვეძებ! "ქართულ ოცნებაში" არც მიფიქრია გადასვლა. განცხადებაშიც გამოთქმული მაქვს მოსაზრება ამ ეკლექტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ვიქნები დამოუკიდებელ წევრად, შემდეგ შევხედავ... არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ საკადრო ცვლილებების განხორციელებაში, რადგანაც ის შეცდომები თუ დანაშაული, რომელსაც ხელუსუფლება და "ნაციონალური მოძრაობა" აღიარებს, არანაირ კავშირში არ არის საკრებულოსა და ზაალ სამადაშვილთან".

კოკო იონათამიშვილის თქმით, ის თბილისის საკრებულოში, რომელიც 47 წევრისგან შედგება, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩება. შესაბამისად, როგორც "ქართული ოცნება - თბილისელების" ერთ-ერთი ლიდერი, გულო ზუმბაძე, განმარტავს, "ნაციონალური მოძრაობა" კარგავს გადაწყვეტილების მიმღებ უმრავლესობას:

"გადაწყვეტილებას იღებდა 24 დეპუტატი. ამჟამად "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება 23, რაც საკმარისი არ არის, თუმცა ეს არც იმას ნიშნავს, რომ მეორე ფლანგზე შეიქმნა უმრავლესობა. მართალია, არანაციონალთა რაოდენობა 24-ია, მაგრამ აქედან ყველა არ არის "ოცნების" მხარდამჭერი".

ვითარების ამგვარი ცვლილების მიზეზად კოკი იონათამიშვილის ყოფილი თანაგუნდელები მერიის თანამშრომელთა დაპატიმრებასა და საკრებულოს წევრებზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებენ. თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, კოკი იონათამიშვილის საქციელი მწყრალად არის როგორც მორალთან, ასევე კილეგიალობასთან. "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი, დარწმუნებულია, რომ იონათამიშვილის გადაწყვეტილება დიდწილად განაპირობა იმ პოლიტიკურმა და ადმინისტრაციულმა წნეხმა, რომელშიც ბოლო დროს "ნაციონალური მოძრაობა" მოექცა:

გიგი უგულავა

გიგი უგულავა

"ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებებით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით, იქმნება სრულიად 100%-იანი დანაშაულებრივი ორგანიზაციის იმიჯი და ამას ვერ გაუძლო იონათამიშვილმა. ის საკითხი, რაზეც ლაპარაკობს, უნდა დაეყენებინა პარტიულ შეკრებაზე".

დავით დარჩიაშვილის თქმით, პოლიტიკური დევნის მორიგ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თბილისის მერიის ოთხი თანამშრომლისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯის სახით. ფინანსური პოლიცია მათ ორმოცდაათ მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვასა და მიტაცებაში სდებს ბრალს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 1 ივლისს ფინანსთა სამინისტროს ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მამუკა გუგეშაშვილი დაკითხა. აი, რა განაცხადა გუგეშაშვილმა დაკითხვის დასრულების შემდეგ:

"მეკითხებოდნენ, ვიცოდი თუ არა პლასტიკური ბარათების შესახებ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი. გაგრძელდება თუ არა ჩემი დაკითხვა, იმაზე იქნება დამოკიდებული, დავრჩები თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში". გამომძიებლებიც იტანჯებიან და ჩვენც".

მერიის თანამშრომლების დაკითხვა-დაკავებამ მართლაც ბევრი შეკითხვა გააჩინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, პოლიტიკური სარჩულის
ჩვენი ორგანიზაცია საუბრობდა ამ ფონდებზე და იმაზე, რომ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენებოდა არჩევნების დროს. ყველაფერი ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მაგრამ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, რომ კითხვები არ გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ყველა პროცედურას დაიცავენ ზედმიწევნით...
გამოსარიცხად აუცილებელია კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვა, რასაც მერიის თანამშრომლების დაკავების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია:

"ძალიან მიჭირს იმის თქმა, ზოგადად, მერიის ეს თანამშრომლები არიან თუ არა დამნაშავეები. ერთი მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია საუბრობდა ამ ფონდებზე და იმაზე, რომ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენებოდა არჩევნების დროს. ყველაფერი ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ, მაგრამ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, რომ კითხვები არ გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუკი ყველა პროცედურას დაიცავენ ზედმიწევნით".

ეკა გიგაურის თქმით, იმის მტკიცება, ხორციელდება თუ არა მერიის თანამშრომლების დევნა პოლიტიკური ნიშნით, შესაძლებელი იქნება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ და დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდება და რამდენად შესაბამისი იქნება განაჩენი. რაც შეეხება საკრებულოში მიმდინარე პროცესებსა და ძალთა ბალანსის შეცვლას, ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე ამბობს:

"თბილისის შემთხვევაში საკრებულოს იმდენად მიზერული როლი აქვს, რომ არ მგონია ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, თუმცა დაპირისპირება საკრებულოსა და მერს შორის გაძლიერდება. ვიმეორებ, თბილისის მერს იურიდიულად იმდენად დიდი უფლებები აქვს, რომ მისთვის ხელის გადაგრეხა იოლი არ იქნება. პროცესი დროში გაიწელება".

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG