Accessibility links

თურქეთი აპროტესტებს მის საჰაერო სივრცეში რუსეთის თვითმფრინავის შეჭრას


რუსეთის თვითმფრინავი საჰაერო ბაზაზე სირიაში

რუსეთის თვითმფრინავი საჰაერო ბაზაზე სირიაში

თურქეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე. სამინისტროს განცხადებით, მან თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი დაიბარა საჰაერო სივრცის დარღვევის გასაპროტესტებლად.

ინციდენტი 3 ოქტომბერს მოხდა სირიასთან თურქეთის საზღვრის მახლობლად. თურქეთი აცხადებს ასევე, რომ მისი F 16 ტიპის საბძოლო თვითმფრინავები გაჰყვნენ რუსეთის თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცის დასატოვებლად.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მან რუსი ელჩი გააფრთხილა, რომ მოსკოვი იქნება პასუხისმგებელი „ნებისმიერი სახის არასასურველ ინციდენტზე“, თუ რუსეთის თვითმფრინავები მომავალშიც დაარღვევენ თურქეთის საჰაერო სივრცეს. თურქეთი აქტიურად აკრიტიკებს სირიაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო დარტყმებს, რომლებიც მიმართულია სირიის პრეზიდენტის რეჟიმთან მებრძოლი მეამბოხეების წინააღმდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG