Accessibility links

თურქეთი და აშშ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ


სურათზე სავარაუდოდ გამოხატული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტები, რომლებიც, სულ მცირე, 15 ადამიანისთვის თავის მოსაკვეთად ემზადებიან.

სურათზე სავარაუდოდ გამოხატული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ჯიჰადისტები, რომლებიც, სულ მცირე, 15 ადამიანისთვის თავის მოსაკვეთად ემზადებიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთის და აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაასრულეს „ტექნიკური მოლაპარაკება“ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციებზე. მევლუდ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს 25 აგვისტოს განუცხადა, რომ თურქეთის და აშშ-ის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას მიაღწიეს ტექნიკურ დეტალებზე და პროცედურებზე. ჩავუშოღლუს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუმცა წარსულში მას ნათქვამი აქვს, რომ სავარაუდოდ მალე დაიწყება ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული ოპერაცია ექსტრემისტული ჯგუფის წინააღმდეგ. ყოყმანის მიუხედავად, თურქეთი საბოლოოდ დათანხმდა „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციებში უფრო აქტიურად ჩართვას. მან საჰაერო რეიდები განახორციელა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეების წინააღმდეგ და აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას საშუალებას აძლევს თავდასხმებისთვის გამოიყენოს სირიის საზღვართან მდებარე მისი საჰაერო ბაზა. თურქეთის ამ ნაბიჯების ფონია სირიის საზღვართან ივლისში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ისლამურ სახელმწიფოს“ აკისრებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG