Accessibility links

logo-print

თურქეთი და რუსეთი ქმნიან „ძლიერ მექანიზმს" სირიის საკითხში თანამშრომლობისათვის


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა და მოსკოვი იზიარებენ მოსაზრებას სირიაში ზავის საჭიროებაზე, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე და ომისთვის ბოლოს მოსაღებად პოლიტიკური გზის მონახვაზე. მისივე თქმით, თურქეთი და რუსეთი ქმნიან „ძლიერ მექანიზმს“ სირიაში თანამშრომლობისათვის. ამ შინაარსის განცხადება ჩავუშოღლუმ გააკეთა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ტაიპ ერდოანის შეხვედრა. რუსეთი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მაშინ, როცა თურქეთი ასადის მოწინააღმდეგეა. მოსკოვსა და ანკარას შორის ასევე დაძაბულობას იწვევდა 2015 წლის ნოემბრის ინციდენტი: თურქეთის მიერ სირიის საზღვართან რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება. მაგრამ 9 აგვისტოს შეხვედრაზე პუტინმა და ერდოანმა პირობა დადეს, რომ გამოასწორებენ ორმხრივ ურთიერთობას. რუსეთ-თურქეთის დაახლოების ფონს ქმნის ანკარის დაძაბული ურთიერთობა დასავლეთთან, თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. თურქეთი დასავლეთს საყვედურობს, რომ პუტჩის შემდგომი რეპრესიებით უფრო არის შეშფოთებული, ვიდრე საკუთრივ პუტჩით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG