Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის ჯარმა ერაყში "ისლამისტური სახელმწიფოს" იერიში მოიგერია


თურქეთი ავრცელებს ცნობას, რომ მისმა ჯარმა მოიგერია ისლამური სახელმწიფოს იერიში, რომელიც განხორციელდა ერაყის ჩრდილოეთში, ბაშიყაში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა, 8 იანვარს განაცხადა, რომ 18 თავდამსხმელი მიქნა მოკლული შეტაკებისას, მაშინ, როცა თურქეთის მხარეს დანაკლისი არა ჰქონია. ბრძოლა გაიმართა ბაშიყას ბაზის მახლობლად, მოსულთან ახლოს, რომელსაც აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფო“. ბაზაზე 150 თურქი სამხედროს განთავსება ერაყსა და თურქეთს შორის დავის მიზეზი გახდა. ერაყი მოითხოვდა, თურქეთს დაუყოვნებლივ გაეყვანა ჯარი სუვერენული ტერიტორიიდან. ანკარა აცხადებს, რომ დამატებითი ძალები მხოლოდ ადგილობრივი, სუნიტი მეომრების გაწვრთნას ემსახურებიან, და იმედოვნებს, რომ ისინი მოსულს დაიბრუნებენ. მოგვიანებით თურქეთმა ჯარის ნაწილი გაიყვანა.

XS
SM
MD
LG