Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 12 პოლიციელი ემსხვერპლა ბომბით განხორციელებულ თავდასხმას


თურქეთიდან მოსული ცნობებით, 12 პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა ბომბით განხორციელებულ თავდასხმას ქვეყნის აღმოსავლეთში. ადგილობრივი მედიის თანახმად, 8 სექტემბერს მომხდარი აფეთქების სამიზნე იყო ავტომობილი, რომელსაც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე საგუშაგოზე გადაჰყავდა პოლიციელთა რაზმი. ეს უკვე მეორე ასეთი სისხლიანი თავდასხმაა ბოლო ორი დღის განმავლობაში. გასულ კვირაში თურქეთის არმიის პატრულზე ჰაკარის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას 16 თურქი სამხედრო შეეწირა. 7 სექტემბერს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ პირობა დადო, რომ „პირისაგან მიწისა აღგვის“ ექსტრემისტულ PKK-ს პარტიას, რომლის მებრძოლებსაც მიიჩნევენ თურქეთში განხორციელებული ძალადობისთვის პასუხისმგებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG